ადამიანების დაყოფის ჩვევა მათი ფსიქოტიპებისა და ბედისწერის ხაზის მიხედვით. თუმცა, ისინი ამ შემთხვევაში, პიროვნების შესახებ მისი შესატყვისი და მფარველი ღვთაების მიხედვით მსჯელობდნენ:
ოსირისი – 1-10 მარტი, 27 ნოემრები - 18 დეკემბერი
ოსირისი ეგვიპტური პანთეონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან საიმისოდ, რომ ერთპიროვნული მმართველობა მოეპოვებინა, საკუთარ ძმასთან სეტოსთან ბრძოლაში გაიმარჯვა, თუმცა სეტოსმა საბოლოოდ მისი მუხანათური მკვლელობა მაინც მოახერხა. რომ არა ცოლი და და ისიდა, ოსირისი ვერ აღდგებოდა მკვდრეთით. მისი სახით ეგვიპტელები ტრანსფორმაციის, გარდასახვის კულტს განსახიერებდნენ. იგი ითვლებოდა "მკვდართა მეუფედ" და იმქვეყნიური სამყაროს მმართველად. მას ავედრებდნენ გარდაცვლილთა ბედს და სამართლიანად განსჯას.
ადამიანი, რომელიც ოსირისის მფარველობის ქვეშ ევლინება ქვეყანას, ოპერატიულობითა და ორგანიზატორის ნიჭითაა გამორჩეული. მას აქვს კარგი ინტუიცია და ადამიანების გამჭოლ ხედვის უნარი. ოსირისები არიან ძალიან ცნობისმოყვარეები და გამოირჩევიან მაძიებლური გონებით. მათი უმრავლესობას აქვს საკუთარი თავის უზომოდ დიდი რწმენა და გამბედაობა. უყვართ ფათერაკი და რისკი. თუმცა პერიოდულად იმაზე მეტს იღებენ საკუთარ თავზე ვიდრე ფიზიკურად გააჩნიათ ამის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი კი მათში სასიცოცხლო ძალების დისბალანსს და გამოფიტვას იწვევს. რაც საბოლოო ჯამში ოსირისისთვის მსუბუქი დეპრესიით ან უგუნებობით ხასიათდება.
მნიშვნელოვანი დეტალი ხასიათში – ხშირად მეგობრობა ამ ხალხისთვის სიყვარულზე და პირად გრძნობებზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამასთან ერთად, ზედმეტი იდეალიზმის გამო ისინი ამაოდ დაეძებენ ქიმერას, რეალურად კი ის რაც აბედნიერებთ მათ გვერდითაა.