ადამიანების დაყოფის ჩვევა მათი ფსიქოტიპებისა და ბედისწერის ხაზის მიხედვით. თუმცა, ისინი ამ შემთხვევაში, პიროვნების შესახებ მისი შესატყვისი და მფარველი ღვთაების მიხედვით მსჯელობდნენ:
სეთი ანუ სეტოსი – 28 მაისი - 18 ივნისი, 28 სექტემბერი - 2 ოქტომბერი
ეგვიპტელები მას წყვდიადის ღმერთს უწოდებდნენ. იგი ასევე ითვლებოდა ქაოსის, ომისა და უსაზღვრო თავისუფლების სიმბოლოდ. გამოსახავდნენ ხარის თავით მანუსკრიპტებზე. სეთი იგივე სეტოსი, ეჭვიანობისა და ვნების სიმბოლოა. ეჭვიანობის ნიადაგზე მან საკუთარი ძმა – ოსირისი გაიმეტა სასიკვდილოდ. ამგვარი საქციელის გამო სეთი გაძევებულ იქნა და უდაბნოში ცხოვრება მიესაჯა. არსებობს მეორე მოსაზრებაც, თითქოს იგი ზეცაში წაიყვანეს ღმერთებმა და დიდი დათვის თანავარსკვლავედის სახით გამოისახება დღეს.
სეთის მფარველობაში მყოფი ადამიანები, უზომოდ ამბიციურები და პატივმოყვარეები არიან. თუმცა მათ ასევე გააჩნიათ საოცარი გამომგონებლური ნიჭი, თვითრწმენა და თავდაჯერებულობა. ამ ხალხის უმრავლესობა თავს შესანიშნავად იმკვიდრებს პოლიტიკაში, სამხედრო სფეროში და იურისპრუდენციაში. ბევრ მათგანს აქვს ოკულტიზმისკენ მიდრეკილება და ოსტატურად ფლობენ ტაროს კარტების მაგიას ან მედიუმის შესაძლებლობებს. სეთი ბუნებით მებრძოლია, მას მოსწონს წინააღმდეგობების გადალახვა.
ამიტომ სირთულეები ცხოვრებაში არათუ აშინებს ამ ხალხს, პირიქით, მათში მეტ ბრძოლის უნარსა და დინამიზმს აღვიძებს. მათ არ ახასიათებთ წარსულში ცხოვრება და ყოველთვის პოულობენ გზას ნებისმიერი წარუმატებლობის შემდეგ ფეხზე წამოსადგომად. თუმცა ეგოიზმი, რომელიც ამ ხალხის ხასიათის ყველაზე დიდი ნაკლია, ხშირად სხვა არაფერია, თუ არა ერთგვარი თავდაცვითი მანერა – საიმისოდ, რომ არავინ მიაყენოს მათ სულს იარები. აი, რატომ გაურბიან ისინი ხანგრძლივ და სერიოზულ რომანტიკულ ურთიერთობებს. სიყვარული ერთადერთი კონტროლია მათთვის, კონტროლს კი ვერც ერთი მათგანი ვერ იტანს.