რომელიც გაუჩერებლად ლაპარაკობს საკუთარ პრობლემებზე, მუდმივად წუწუნებს აუტანელი უფროსის შესახებ, არასოდეს მოსწონს მომსახურება რესტორანში ან უბრალოდ, გულზე სკდება, რომ გარეთ მზიანი ამინდია, მაშინ, როცა მას ახალი ქოლგის "დატესტვა" სწყურია აგერ უკვე ორი კვირაა. თუკი ასეთ "ეგზემპლარს“ იცნობთ, იცოდეთ, იგი ენერგოვამპირია და სხვადასხვაგვარად შეეცდება თქვენგან და არამარტო თქვენგან საჭირო ულუფა ენერგიის მიღებას. ენერგოვამპირები თავს განსხვავებულად ავლენენ, მათ უმეტესობას კი რაც ყველაზე საინტერესოა, არც კი ესმის, რომ რეალურად სხვისი ენერგიის მიტაცების "ექსპერტია" და ზუსტად ამიტომ გაურბიან გარშემო მყოფები. ასტროლოგები თვლიან, რომ ტიპურ ენერგოვამპირს შესაძლოა ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის გადააწყდეთ. თუმცა, არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა რიგებშიც ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტი დოზით ვხვდებით ენერგოვამპირებს.
ოქროს სამეულს წარმოგიდგენთ:
ვერძი - ის აგრესორი ენერგოვამპირია. ვერძი ენერგოვამპირები თავს ჩხუბითა და უსაფუძვლო გაუაზრებელი უხეშობით ავლენენ. მათი უმეტესობა გამუდმებით ეძებს კონფლიქტის წამოწყების საბაბს და შემდეგ, უდიდესი სიამოვნებით ერთვება ხელჩართულ ბრძოლაში დაწყებული კოლეგებით, დასრულებული ქუჩაში გამვლელით ან პოლიციელით. ვერძისთვის ნებისმიერი მათგანი, ვინც მის აგრესიაზე
აგრესიითვე "წამოეგება", პოტენციური "საკვებია" ენერგოდეფიციტის შესავსებად.
კირჩხიბი - ის მოწუწუნე და "საწყალი" ენერგოვამპირების რიცხვს განეკუთვნება. კირჩხიბ ენერგოვამპირს მოსწონს თვითგევმა, განწირული სტატუსების წერა სოციალურ ქსელში, ხშირად იგონებს, რომ ავადაა თანაც მძიმედ, ამით კი მხოლოდ ის სურს, რომ ადამიანებმა შეიცოდონ და მის ჩივილებს მორჩილად უსმინონ საათობით. კირჩხიბი ენერგოვამპირი დაუღალავად წუწუნებს საკუთარ უიღბლობაზე და იმაზე, რომ არასოდეს უმართლებს ცხოვრებაში. რეალურად კი მისი ცხოვრება არც ისე ღრუბლიანი და უღიმღამოა. ეს მხოლოდ მანევრია, თანამგრძნობი ბუნების ადამიანების მახეში გასაბმელად, რათა ენერგოვამპირმა კირჩხიბმა ენერგიის მორიგი ულიფა მიიღოს.
მერწყული - ალბათ ყველაზე ნაკლებად ელოდით ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს ტოპ-ენერგოვამპირთა სიაში, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ენერგოვამპირები სხვადასხვა მეთოდით ახერხებენ ადამიანებისთვის ენერგიის "გამოძალვას", მათ შორისაა მუდმივი უპასუხისმგებლობა, დაგვიანება, ძილი შეუფერებელ ადგილებში... მოკლედ, სრული არაადეკვატურობა, რასაც მერწყულებს ვერავინ დაუკარგავს. მერწყული ენერგოვამპირი, ერთი შეხედვით უცოდველი სახით ახერხებს წყობიდან გამოიყვანოს არა ერთი ან ორი ადამიანი, არამედ მთელი კორპორაცია (ნუ დაგავიწყდებათ, ურანი - მერწყულის მმართველი პლანეტა ხომ ჯგუფურობის პრინციპს ატარებს). ჰოდა, ხომ ხვდებით რამხელა და რამდენ ენერგიას იღებს თქვენი, რომელიმე უპასუხისმგებლო მერწყული თანამშრომელი, როცა მის გამო თათბირის დაწყება მთელი საათით გვიანდება, ან მას უბრალოდ საშვი ავიწყდება ყოველ დილით სახლში და ამით სხვა თანამშრომლების ვითომ "უნებლიე" დაგვიანების მიზეზი ხდება.