ერთი მშვენიერი საღამო მკითხველებთან ერთად და "თვის იუბილარების" პირველი შეხვედრა

ერთი მშვენიერი საღამო მკითხველებთან ერთად  და "თვის იუბილარების" პირველი  შეხვედრა

ჩაეყარა საფუძველი. ამიერიდან ყოველი თვის 23-24 რიცხვებში ამ ორი საიტის ადმინისტრაცია, საკუთარ აქტიურ მკითხველებს შორის ე.წ. "თვის იუბილარებს" უმასპინძლებს შინაურულ, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში.

ბარ "როტონდაში", სადაც ეს უმშვენიერესი საღამო შედგა, საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ჭეშმარიტი კირჩხიბის გულითადობით მასპინძლობდა ულამაზესი ქალბატონი – მარიკა დარჩია, რომელიც 23-ში თავად იუბილარი გახლდათ.

საღამო მართლაც რომ "კირჩხიბულად" თბილი და შინაურული გამოვიდა, ანუ ზუსტად ისეთი როგორსაც ვვარაუდობდით.

ვფიქრობ, სამომავლოდაც ნებისმიერ თქვენგანს დააინტერესებს საკუთარი ზოდიაქოს ნიშით დაბადებულ ხალხთან შეხვედრა, მათთვის შთაბეჭდილებების გაზიარება და კომპეტენტური რჩევების მიღება ასტროლოგიური კუთხით. გარდა ამისა, ჩვენი წამოწყება არაერთ სახეცვლილებას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე ვეცდებით ახალ-ახალი სიურპრიზებით გავახაროთ ჩვენი აქტიური მკითხველი.

ასე რომ იაქტიურეთ, გვემეგობრეთ და გახდით ჩვენი შეკრებების სასურველი და საპატიო სტუმარი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?