არ აჩენს "კლანჭებს" და მამაკაცს არ აგრძნობინებს, რომ ეჭვიანი ან მესაკუთრეა. თუმცა, ასტროლოგიურად რომ ვიმსჯელოთ, ნამდვილად არსებობენ სუსტი სქესის წარმომადგენლები, რომელთაც რეალურად არ ახასიათებთ მესაკუთრული გრძნობების სიმძაფრე პარტნიორის მიმართ. მაგრამ მათი სრული ანტიპოდებიც ბლომად მოიძებნებიან ზოდიაქოს რკალზე. ჰოდა, ძვირფასო მამაკაცებო, ფლობთ კი უტყუარ ინფორმაციას რამდენად ეჭვიანია თქვენი მეორე ნახევარი?
ცოლი ვერძი – ის საშინლად ეჭვიანია. იმდენად, რომ ძალზე ხშირად ამის დამალვას ვერც ახერხებს შესაბამისად. ამასთან ერთად, მისი ეჭვიანობა ზოგჯერ სრულიად აბსურდული მიზეზის გამოც კი იწყება.
ცოლი კურო – იშვიათი მესაკუთრეა, მაგრამ, როგორც წესი, "ჰაერზე" არაფერი ელანდება. თუკი საბაბს მისცემთ შედეგი არცთუ სახარბიელო იქნება თქვენთვის.
ცოლი ტყუპი – ეჭვიანობის სცენების დადგმა უფრო უყვარს, ვიდრე თავად ეჭვიანობა. ასე შესანიშნავად ირთობს თავს და კიდევ ერთხელ რწმუნდება იმაში, რომ ქმარს ძალიან უყვარს.
ცოლი კირჩხიბი – ეჭვიანობის განსახიერებაა თავიდან ფეხებამდე. მუდმივად ელანდება მასზე უფრო ლამაზი, ნაკითხი, გამოსული და თამამი მეტოქეები, რომელთაც შეუძლიათ ერთ მშვენიერ დღეს ქმარი წაართვან. ეჭვიანობას ბუტიაობითა და ცრემლებით გამოხატავს.
ცოლი ლომი – ის იმდენად ამაყია და თავის თავზე შეყვარებული, რომ არც კი იკადრებს მამაკაცს მასზე ეჭვიანობა აგრძნობინოს. თუმცა, ეჭვიანობით დიახაც, რომ ეჭვიანობს, თანაც ძალიან. უბრალოდ ამ შიშებს გულის სიღრმეში ინახავს და ცდილობს არასოდეს გამოამჟღავნოს პარტნიორთან მსგავსი სისუსტე.
ცოლი ქალწული – რაციონალურად ეჭვიანია. თუკი საბაბს მისცემთ მარტივად და ზუსტად გამოარკვევს ვისთან, სად, როდის და რამდენჯერ... მერე კი მშვიდი სახით, ფერისა და ფაქტურის მიხედვით ჩაგილაგებთ ჩემოდანში ტანსაცმელს...
ცოლი სასწორი – ნაკლებად განეკუთვნება ეჭვიანთა კატეგორიას. მთავარია, მამაკაცის გვერდით თავს ჰარმონიულად გრძნობდეს. თუკი მაინც მისცემთ ეჭვიანობის საბაბს, მისი ეჭვების გაფანტვა მარტივად შეიძლება ლამაზი ყვავილების თაიგულით და რომანტიკული ვიქენდით.
ცოლი მორიელ ი – მისი გარეგნული სიმშვიდე ნუ მოგატყუებთ, იგი საოცრად ეჭვიანი და სახიფათო ქალია, თუკი გაბედეთ და მისი სხვაზე გაცვლა დააპირეთ. სცენებს არ დადგამს, არც სკანდალს მოგიწყობთ, მაგრამ მერწმუნეთ, იქით და ათასგზის შეევედრებით პატიებას.
ცოლი მშვილდოსანი – ეჭვიანია, მაგრამ თავადაც შეუძლია საბაბი მოგცეთ საეჭვიანოდ და არაერთხელ ცხოვრებაში. სამაგიეროდ, იმ ქალების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც ყოფილებთან მრავალგზის დაბრუნება და ხელახალი ძალით გაჩაღებული "ლოვსთორი" სავსებით ნორმალურ ამბად მიაჩნიათ.
ცოლი თხის რქა – არაფერი ელანდება, არაფერს იგონებს... მაგრამ ზუსტად ამჩნევს როდის იტყუებიან მამაკაცები მასთან. პატიება? არც იფიქროთ. ეს ის ქალი არაა, ვისი გულიც საჩუქრებსა და სერენადებზე დნება, დიდი შრომა დაგჭირდებათ მის თვალში შერყეული რეპუტაციის გამოსასწორებლად. თუკი საერთოდ შეძელით ეს.
ცოლი მერწყული – აბსოლუტურად არ ადარდებს ეჭვიანობის თემა. პარტნიორს ყოველთვის აძლევს სრულ თავისუფლებას, არასოდეს იქექება მის მობილურში, საფულეში და სულში... მიაჩნია, რომ ნდობა ყველაზე დიდი ბორკილია ურთიერთობაში.
ცოლი თევზები – ეჭვიანია, მაგრამ გულის სიღრმეში იკლავს მუდმივ შიშებს ღალატის შესახებ. როგორც წესი, არასოდეს უყენებს პრეტენზიებს ქმარს. ურჩევნია მეტოქის არსებობის შემთხვევაშიც კი წყენა ღამღამობით ბალიშთან ჩახუტებულმა, ცრემლებს გაატანოს. მთავარია, არ დაკარგოს საყვარელი მამაკაცი.