რეჰანი - მოგაშორებთ კომპლექსებს. საკუთარი თავის ობიექტურ შეფასებაში შეგიწყობთ ხელს.
ბერგამოტი - დაგეხმარებათ წარმატებისა და აღიარების მიღწევაში. დაგეხმარებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში.
ვანილი - ჰარმონიაში მოგიყვანთ აზრებს. დაგეხმარებათ სწორად გაუგოთ მოსაუბრეს და შეაფასოთ მისი აზრები.
მიხაკი - გაგიუმჯობესებთ აურის მდგომარეობას. დაგიცავთ შურის, სიძულვილისა და ვამპირიზმისგან. დაგეხმარებათ სწრაფად აღადგინოთ ძალები ტრავმების, დაავადებებისა და ოპერაციების შემდეგ.
გერანი - დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ ადამიანები, მოვლენები. დაძაბული დღის, ურთიერთობების შემდეგ მოგანიჭებთ შვებას.
გრეიპფრუტი - დაგეხმარებათ წარმატებას მიაღწიოთ სამსახურში. გაგიუმჯობესებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან.
ილანგ-ილანგი
- იზიდავს სიყვარულს, დადებით ენერგიას, აღიდგენთ ენერგეტიკულ ველს.
ჯანჯაფილი - აღადგენს აურას ტრავმების, დავადებების, ოპერაციების შემდეგ. აგარიდებთ გარშემო მყოფებისგან აგრესიას. მოგანიჭებთ მომხიბვლელობას, აგიმაღლებთ კომუნკაციას. გაგისუფთავებთ ენერგეტიკულ გარსს.