ზოდიაქოს ამ ნიშნით დაიბადნენ: ულამაზესი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, მომღერალი სელენა გომესი, მსახიობები მერილ სტრიპი, ქეით უინსლეტი და სხვები.
თანდაყოლილი გარდასახვის უნარის გამო კიბო ქალები, სამოსის არჩევის მხრივაც გასაოცარი მრავალმხრივობით გამოირჩევიან. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხასიათზეა კირჩხიბი, მთვარის ფაზების გავლენის მიხედვით. აქედან გამომდინარე, დღეს თუ თინეიჯერი გოგონასავით გამოწყობილი გამოგეცხადათ, ხვალ შესაძლოა „ქალი-ვამპის“ იმიჯიც ოსტატურად მოირგოს და საკუთარი ვიზუალური ცვლილებებით გაგაოგნოთ.
X
კირჩხიბ ქალს ძალიან უყვარს ძვირფასი ქვებისგან დამზადებული სამკაულები, ე.წ „ჰენდმეიდი“ აქსესუარები და რბილი, ნაზი ფაქტურის მქონე მასალისგან შეკერილი სამოსი, რომელშიც თავს ერთდროულად კომფორტულად და ლამაზ იგრძნობს.