, კუროში ვენერა თავს სუნამოების და კოსმეტიკური საშუალებების მიმართ უზომო სიყვარულით უფრო ავლენს, ვიდრე დახვეწილი ჩაცმა-დახურვისადმი მიდრეკილების კუთხრით. მიუხედავად ამისა, კუროებს შორისაც არაერთი მოდური და უნიკალური სტილის მქონე ცნობილი ქალბატონი გვხვდება, მათ შორის ულამაზესი მსახიობი ჯესიკა ალბა, მოდელები - ლინდა ევანჯელისტა, ლეტიცია კასტა.
კუროს ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელია ასევე, საკუთარი დახვეწილობით გამორჩეული ქართველი ბლოგერი ნატუკა ქარქაშაძე.
კუროებს პასტელური ფერის სამოსი, ბეწვეული და დიდი ზომის, მასიური სამკაულები იზიდავთ. კურო ყელით იმართება, აქედან გამომდინარე ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მანდილოსნებს, ასტროლოგები ურჩევენ აქტიურად ატარონ წლევანდელი წლის ჰიტად ქცეული მასიური ყელსაბამები და ბისერებით გაწყობილი, დეკორატიული საყელოები.