, რამდენად ძვირადღირებული სამოსი აცვია და ზოგადად, როგორ შთაბეჭდილებას ახდენს საზოგადოებაზე, ნებისმიერი ქალი ლომისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაიბადა ორი, საქვეყნოდ ცნობილი პოპ-დივა მადონა და ჯენიფერ ლოპესი, მსახიობი ჰოლი ბერი და სხვები. ლომებს მოსწონთ მბზინავი, ბრჭყვიალა, ბისერებითა და ძვირფასი თვლებით მორთული ე.წ „სამეფო სტილის“ სამოსი. ტონალობის მხრივ კი, განსაკუთრებით უყვართ ოქროსფერი, ჩალისფერი და ყვითელი.
ძუ ლომი არანაკლებ პრეტენზიულად ეკიდება, სამკაულებისა და აქსესუარების არჩევის საკითხს. მისთვის აუცილებელია ატაროს თუნდაც მცირე რაოდენობის, მაგრამ ძვირფასი ხარისხის (სასურველია ოქროსგან ან თეთრი ოქროსგან დამზადებული) სამკაული და არავითარი ვერცხლი ან ღმერთმა ნუ ქნას ბიჟუტერია. ლომი ხომ დედოფალია და განა უნახავს ვინმეს ის, რომ დედოფალს ჩითის კაბა უხდებოდეს?