ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლებს შორის, ყველაზე თვალშისაცემი და ექსტრა-ორდინალურია. იმის გამო, რომ ურანი მომავლის სიხშირის მქონე პლანეტაა, მერწყულ ქალებს ჩაცმაშიც, ისევე როგორც ყველაფერში ამ ქვეყნად, ნოვატორული იდეების დემონსტრირება ახასიათებთ. მათ შეუძლიათ ბებიის
ნაქონი კორსეტი და დახეული ჯინსები მოხდენილად ატარონ ერთად, კაბაზე სვიტერი გადაიცვან, თმები ფოსფორისფრად შეიღებონ და ა.შ
ზოდიაქოს ამ ნიშნით მოევლინენ ქვეყანას: მსახიობი ჯენიფერ ენისტონი, ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, მომღერალი შაკირა და სხვები. მერწყულებს უყვართ ფირუზსიფერი და ამ ფერის ნებისმიერი გრადაცია ჩაცმულობაში. ასევე ფერადი სამკაულები და სხვადასხვა სახის თავსაბურავები. თუმცა ხშირად არც ე.წ „უნისექსის“ სტილის იმიჯზე ამბობენ უარს.