აქედან გამომდინარე, თევზ ქალებს ჩაცმა-დახურვის საკითხში მრავალფეროვნებისკენ მიდრეკილება ახასიათებთ. თუმცა გასაოცარი ქალური ხიბლის გამო, რომელსაც მათ სწორედ ზემოთხსენებული ნეპტუნი ანიჭებთ, ქალთევზების უმრავლესობას აქვს უჩვეულო ნიჭი, ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უბრალო სამოსიც კი მოხდენილად ატაროს.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაიბადნენ მსახიობი ჯესიკა ბეილი, ჯენიფერ ლავ ჰიუიტი, დრიუ ბერიმორი, მომღერალი რიანა და სხვები. თევზებს უყვართ ნაზი, ნატიფი აქსესუარები, ნაქსოვი და რბილი, ფაფუკი ფაქტურის მქონე სამოსი. ხავერდის, ატლასის, აბრეშუმის ან ტრიკოტაჟის კაბები.