თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადნენ სხვადასხვაგვარად აღიქვამენ პოტენციური დედობის ტვირთს და პასუხისმგებლობაც სხვადასხვაგვარი აქვთ მომავალი შვილის მიმართ. ზოგიერთი თუ განსაკუთრებით პრეტენზიული ხდება ფეხმძიმობის ხანაში, სხვამ შესაძლებელია პირიქით აქტიური ცხოვრების რეჟიმს უშუალოდ მშობიარობამდეც კი არ უღალატოს. მოდი, გავიგოთ, ვინ როგორი ორსულია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი - აქტიური და მოუსვენარი ქალია. ამიტომ ორსულობა ხელს არ უშლის მას ცხოვრების დინამიკური რიტმის შენარჩუნებაში. ამასთან, ის საკმაოდ ჯიუტია და ხშირად არ ემორჩილება ექიმის რჩევებს.
კურო - ძალიან ამტანი, ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევა. პატარას დაბადებას მობილიზებული ხვდება როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით. თუმცა, ხშირად ახასიათებს ორსულობის გადადება იმ მოტივით, რომ არ აქვს საკმარისი ფინანსური სტაბილურობა. კუროსთვის აუცილებელია, რომ მის შვილს გარანტირებული, უზრუნველყოფილი მომავალი ჰქონდეს.
ტყუპი - ძალზე ხშირად საკუთარი ორსულობა მისთვისვეა სიურპრიზი. ტყუპი ქალების უმრავლესობა იშვიათად გეგმავს წინასწარ ბავშვის გაჩენას, თუმცა თუ ამის ალბათობის წინაშე აღმოჩნდა სიამოვნებით ერთვება მისთვის საინტერესო ამ ექსპერიმენტში და ბავშვური ცნობისმოყვარეობით ადევნებს თვალს საკუთარ სხეულში მიმდინარე პროცესებს მთელი ორსულობის მანძილზე.
კირჩხიბი - მოწოდებით და დაბადებიდან "დედაა". ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები ყოველთვის ოცნებობენ შვილის ყოლაზე და შთამომავლობის გაგრძელების თემა მათთვის ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტია. ორსულობისას კირჩხიბი საშინლად ჭირვეული ხდება და თავს უფრთხილდება შეიძლება ითქვას გადამეტებულადაც კი.
ლომი - ლომი ზოდიაქოს მეხუთე სახლს მართავს, რომელიც თავის მხრივ ბავშვებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ქალ ლომს შესანიშნავად ესმის ფსიქოლოგიურად პატარების. იგი არაჩვეულებრივი დედა იქნება და მომავალი პირმშოს დაბადებასაც დიდის ამბით ელოდება. მისთვის მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ორსულობისას ფორმა შეინარჩუნოს და ძველებურად მომხიბვლელი დარჩეს.
ქალწული - როგორც წესი, იშვიათად გამოირჩევა განსაკუთრებული მოთხოვნილებით, რომ გახდეს დედა. თუმცა, თუკი იგი გეგმაზომიერად და დაგეგმილად იღებს ამ როლს საკუთარ თავზე, ბოლომდე იზრუნებს იმაზეც, რომ როგორც თავად, ისე ბავშვიც იდეალურ ფორმაში იყონ ჯანმრთელობის კუთხით. ქალწულმა იცის როგორ იზრუნოს ამაზე.
სასწორი - ორსულობისას მისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოს ჩვეული მომხიბვლეობა. ამიტომ თავად ორსულობის პროცესის გადატანა ქალი სასწორების უმეტესობას ფსიქოლოგიურად ცოტათი უძნელდება. სამაგიეროდ, პირმშოს დაბადების შემდეგ იგი ერთი-ორად ლამაზდება.
მორიელი - პატარას დაბადებისთვის დედა მორიელი მთელი არსებით ემზადება. იგი უსაზღვრო პასუხისმგებლობის მქონე მშობელია და მუცლადყოფნიდანვე ცდილობს კომუნიკაცია იქონიოს მომავალ შვილთან. ქალი მორიელების უმეტესობა რთულად მშობიარობს. განსაკუთრებით პრობლემატური მათთვის ორსულობისას არის შარდსასქესო სისტემა და ჰორმონალური ძვრები.
მშვილდოსანი - მომავალი დედის სტატუსს მშვილდოსანი ქალი ინტერესით, შეიძლება ითქვას ფილოსოფიურ ჭრილშიც კი აღიქვამს. ორსულობით გამოწვეული ცხოვრების სტილის ცვლას, იგი შესანიშნავად იყენებს სწავლისა და განვითარებისთვის. ბევრი მშვილდოსანი ქალი კავდება თვითგანათლებით ზუსტად ორსულობის პროცესში.
თხის რქა - კუროს მსგავსად ქალი თხის რქაც ხშირად აჩენს გვიან შვილს, იმ მოტივით, რომ არ აქვს შესაბამისი ფინანსური მდგომარეობა. დედა თხის რქა შვილის დაბადებას უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება და ხშირად წინასწარაც კი გეგმავს მის მომავალს. სასურველია, ორსულობაში იგი ხშირად ეჩვენოს სტომატოლოგს, იმიტომ რომ კბილები თხის რქის სისუსტეა.
მერწყული - ინტერესით ელის პატარას დაბადებას და ზოგადად, ორსულობის პროცესი მისთვის მთელი შემეცნებითი პროცესია. მერწყული ცნობისმოყვარე ნიშანია, ამიტომ დედობა მისთვის თავისებური თავგადასავალი იქნება. სასურველია, ორსულობისას გაუფრთხილდეს ვენებს და ნაკლებად დაიტვირთოს ფიზიკურად.
თევზები - ფსიქოლოგიურად დიდი ძვრები ხდება მასში, როცა აღმოაჩენს, რომ მალე დედა გახდება. იგი წინასწარ დიდი სიყვარულითაა განწყობილი მომავალი შვილის მიმართ და მზად არის პატარას გამო, ძალიან დიდ მსხვერპლზეც კი წავიდეს. სასურველია, ყურადღება მიაქციოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.