ფენ-შუის ათი წესი მყუდრო საძინებლის მოსაწყობად

ფენ-შუის ათი წესი მყუდრო საძინებლის მოსაწყობად

გვძინავს, აუცილებელია, რომ დამუხტული იყოს გარკვეული ენერგეტიკით, რომელიც თავის ბინადარს ძალებითა და ენერგიით აავსებს. ფენ-შუის ოსტატები გვირჩევენ, კონკრეტულად როგორ უნდა მოვაწყოთ საძინებელი ოთახი ისე, რომ დამღლელი და რთული დღის შემდეგ იგი ჩვენთვის სიმშვიდისა და ახალი ენერგიის წყაროდ იქცეს.

1. არასოდეს დადგათ საწოლი ისე, რომ მწოლიარეს ფეხები კარისკენ ჰქონდეს. ეს ფენ-შუიში სიკვდილის თავისებურ მოპატიჟებად ითვლება.

2. არ უნდა იდგეს საწოლი არც სარკმელთან მიჯრით. აჯობებს იგი კედელს მიაბჯინოთ. ეს თქვენი ენერგოპოტენციალის დამატებით დაცვას უზრუნველყოფს.

3. არავითარი ანტრესოლი, კარადები, უჯრები და სათავსოები არ განათავსოთ საწოლის ზემოთ, ქვემოთ, დაბლა. დატოვეთ სივრცე.

4. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ საწოლი სარკეში ირეკლებოდეს. ეს თქვენ ცხოვრებაში მტრების რაოდენობას გააძლიერებს.

5. მოერიდეთ საწოლს ხელოვნური მასალისგან დამზადებას. საუკეთესო ვარიანტია ხისგან დამზადებული საწოლი.

6. თუკი საწოლი სარკმლებსა და კარს შორის ჩადგით, ეს გამოიწვევს ენერგიის "თავისუფალ ხეტიალს", რის გამოც ასეთ ოთახში კარგად ვერასოდეს გამოიძინებთ.

7. რაც უფრო ახლოა საწოლი კართან, მით უფრო ძნელია გამოძინება.

8. არასოდეს განათავსოთ საძინებელი, აბაზანა - ტუალეტის მომიჯნავე ოთახში, ეს გარკვეული დაავადებების რისკს ზრდის.

9. მაქსიმალურად გაათავისუფლეთ საძინებელი ბასრი კუთხეების მქონე ნივთებისა და ავეჯისგან. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, ისე მაინც მოახერხეთ, რომ მათი კუთხეები არ ემიზნებოდეს საწოლს.

10. კედელზე ლამაზი სურათი ან ფოტოგრაფია განათავსეთ, გამოსაჩენ ადგილას ისე, რომ გაღვიძებისთანავე ხედავდეთ რამე პოზიტიურსა და სასიამოვნოს. ეს წარმატებული დღის დასაწყისი იქნება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?