ამჯერად ისევ ხატვა უნდა "გაიძულოთ" და რის საშუალებასაც თქვენში არსებული შემოქმედებით პოტენციალი მოგცემთ, იმის მიხედვით სახლი დახატეთ ფურცელზე...
შედეგებს კი, როცა ხატვას ბოლომდე დაასრულებთ მხოლოდ ამის შემდეგ გადახედეთ...
თუ სახლი საშუალო ზომისაა – თქვენში საკუთარი სახლის, ოჯახის შეგრძნება სტაბილურია. თუკი იგი დიდი და გრანდიოზულია, ზედმეტ ფერებაში ხართ გაზრდილი (შესაძლოა ახლაც იმავენაირად გიფრთხილდებიან), ხოლო თუ სახლი პატარაა საკუთარი კერის შეგრძნება ბუნდოვანად გაგაჩნიათ. შესაძლოა, არც დაოჯახების პერსპექტივა გხიბლავდეთ დიდად. ამის მიზეზი კი დაბადლი თვითშეფასებაა. სასურველია ამაზე იმუშაოთ.
თუკი სახლი მონდომებით "გააფერადეთ" შტრიხებით – ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რაღაც სერიოზული სადარდელი გაგაჩნიათ პირად (ოჯახურ) ურთიერთობაში და თქვენი გონება ინსტიქტურად "ხატავს" ამ პრობლემას ფურცელზე.
თუკი თქვენ მიერ დახატული სახლი გრანდიოზულ სასახლეს ან ფეშენებელურ ვილას წააგავს – ეს იმას ნიშნავს, რომ რომ ბუნებით ეპატაჟური ადამიანი ხართ. მოგწონთ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და მუდმივად ცდილობთ ხაზი გაუსვათ საკუთარ იმიჯს ვიზუალური მახასიათებლებით (ჩაცმულობა, მაკიაჟი, ვარცხნილობა, ძვირად ღირებული ნივთები).
სახლს თუ პატარა ფანჯრები დაუხატეთ, ან სულაც უფანჯროდ დატოვეთ იგი
– ჩაკეტილი, ასოციალური ტიპი იქნებით. თუმცა, შესაძლოა მხოლოდ ამ ეტაპზე გაგაჩნიათ ამგვარი განწყობა და კარგი იქნება თავს თუ როგორმე შემოუძახებთ.
სახლს თუ პატარა სარკმლები და დიდი კარი აქვს (თანაც ეს კარი ღიაა) – კომუნიკაბელური, თუმცა ზედაპირული პერსონა ბრძანდებით. ადვილად იძენთ და კარგავთ მეგობრებს.
თუ პირიქით დახატეთ, ანუ დიდი ფანჯრები და პატარა კარი – ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე თვითანალიზის მოყვარულ, ინტელექტუალთან გვქონია. ასეთი ადამიანები ძალიან ფრთხილები არიან სხვებთან ურთიერთობისას.
სახლის ფანჯრები თუ უჩარჩოოა – ფორმალობის მოყვარული, გარკვეული სნობიზმით აღსავსე პიროვნება იქნებით. ზოგჯერ ამგვარ სახლებს ისეთი ადამიანებიც ხატავენ, ვისაც მარტოობა უყვარს და ხშირად ნებაყოფლობით იზოლაციაში იმყოფება.
თუკი სახლს ჟალუზებიანი ფანჯრები დაუხატეთ – ან თავად სახლის გასწვრივ გაავლეთ ღობე ეს იმას ნიშნავს, რომ შინაგანად მყიფე, ემოციურად სუსტი პიროვნება ბრძანდებით. ძალიან გეშინიათ აგრესიის. თუმცა ამასთან ერთად, გადამეტებული ეჭვიანობა და გარშემო მყოფების აზრზე დამოკიდებულებაც გახასიათებთ.
სახლის კედლებზე თუ გააკეთეთ აქცენტი (მაგ. აგურის კედელი დახატეთ) – დაცულობის მოთხოვნილება გაგაჩნიათ. ასეთ ადამიანებს გამუდმებით აქვთ არასტაბილურობის შიში და განცდა იმისა, რომ ერთ დღესაც შესაძლოა ყველაფერი დაკარგონ ცხოვრებაში.
იმ შემთხვევაში თუ აქცენტი სახლის სახურავზე გააკეთეთ (გააფერადეთ ან კრამიტით "გადახურეთ" იგი ) – ფანტაზიის დიდი უნარით გამოირჩევით და საერთო ინტელექტუალური დონეც მაღალი გაქვთ.
დაბოლოს, სახლში ვინ ცხოვრობს?
თუკი იქ მოხუცი ადამიანები ცხოვრობენ – ან მარტოოდენ თქვენი საკუთრებაა იგი, ეს დეპრესიისკენ მიდრეკილ, მარტოსულ ადამიანზე მეტყველებს.
თუ სახლში ბავშვებიც ცხოვრობენ, მაგრამ უფროსების დახატვა რატომღაც "დაგავიწყდათ" – დამოუკიდებლობისკენ მიილტვით და გარკვეული ინფანტილურობა გახასიათებთ ხასიათში.