მზარდი მთვარის დადგომამადე ჩაატარეთ შემდეგი რიტუალი: დილით ან საღამოს გადაათვალიერეთ ყულაბაში არსებული ფული და წარმოიდგინეთ ტროპიკები.
იცით, რომ ტროპიკულ ტყეებში ერთი მოჭრილი ხის ადგილზე მომენტალურად იზრდება რამდენიმე ახალი. თანაც, უფრო ხშირი.
ყულაბაში ჩადეთ ქაღალდის ერთი კუპიურა და შეძლებისდაგვარად შეავსეთ წვრილი ფულით, ხურდით. ჩადებისას წარმოიდგინეთ ტროპიკული ხეების მსგავსად როგორ იზრდება ფულის რაოდენობა თქვენს ყულებაში.
გახსოვდეთ, არასდროს შეინახოთ ფული "შავი დღისთვის". მოაგროვეთ თანხა მოგზაურობის, ძვირად ღირებული ნივთის შესაძენად. შეგიძლიათ ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი სურვილი, რისთვისაც ფულს აგროვებთ და ფულთან ერთად ყულაბაში ჩადოთ.
ყულაბის სწრაფ და მსხვილი კუპიურებით გავსებას გისურვებთ!