გააძლიერეთ პასუხისმგებლობა, გამოიჩინეთ გულმოწყალება და სიმშვიდე - შავი მთვარის ტრანზიტი ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში

გააძლიერეთ პასუხისმგებლობა, გამოიჩინეთ გულმოწყალება და სიმშვიდე - შავი მთვარის ტრანზიტი ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში

საბრძანებელს იცვლის და ლომის ზოდიაქოდან, რომელშიც იგი მიმდინარე თვეების მანძილზე იმყოფებოდა, ქალწულებს სტუმრობს. მათთვის, ვინც ჩვენი საიტის ახალბედა მკითხველია, ლილიტის ფენომენის შესახებ ინფორმაციის პოვნა მიმდინარე ლინკზეა შესაძლებელი. ხოლო მათთვის ვინც უკვე ჩვენი ერთგული მკითხველების რიცხვს განეკუთვნება საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას გავაჟღერებ, – ქალწულის ზოდიაქოში შავი მთვარის ტრანზიტისას განსაკუთრებული ყურადღება მოეთხოვება შემდეგ ნიშნებს: თევზებს, ქალწულებს, მშვილდოსნებს, ტყუპს. გარდა ამისა, მაქსიმალური წინდახედულებით უნდა მოეკიდონ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ის ადამიანები, ვისაც მედიცინის, საბანკო, სახელმწიფო-ადმინისტრაციულ, სოციალურ სფეროებში უწევს მუშაობა.

ლილიტის ზემოხსენებული ტრანზიტისას, გააქტიურებულია მოულოდნელი საფრთხისა და შეცდომების დაშვების ალბათობა სწორედ ამ სფეროებში. გარდა ამისა, სასურველია თუ მიმდინარე თვეების მანძილზე მაქსიმალურად მიაქცევთ ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას ქალწულის, თევზების, ტყუპის, მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები.

მათთვის, ვინც ჯანმრთელობის კუთხით სერიოზულ ნაბიჯებს გეგმავს (ოპერაცია, პლასტიკა) სასურველია ეს პროცედურა მაქსიმალური სიფრთხილითა და ყველა დეტალის გათვალისწინებით დაგეგმოს. იმიტომ რომ შავი მთვარის ტრანზიტი, განსაკუთრებით გააქტიურებს მედ-პერსონალთან ჩვენი ურთიერთობის "ჩრდილოვან მხარეებს". გარდა ამისა, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ საბანკო ოპერაციების, ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოებისას.

გააძლიერეთ საკუთარ თავში ქალწულის უკიდურესი მოპირისპირე წერტილის – თევზების ზოდიაქოს ნიშნის თვისებები. იყავით მზრუნველი, ოღონდ არ დაგავიწყდეთ თანაგრძნობა, აკეთეთ სიკეთე უანგაროდ. მაქსიმალურად თანაუგრძნეთ ადამიანებს, ნუ განიკითხავთ მათ. ნუ დაწვრილმანდებით ამაო დეტალებზე, განსაკუთრებით ფინანსების მხრივ. ნუ მოითხოვთ გასამრჯელოს გაცემული სითბოსა და ყურადღების სანაცვლოდ. ვინც ითხოვს მიეცით, ნაკლებად გაარკვიეთ ის თუ რამდენად რეალურად იმსახურებს იგი თქვენგან ამას. იყავით გულმოწყალე, დაკვირვებული და ადამიანების თანაგრძნობაზე ორიენტირებული. ასეთ შემთხვევაში შავი მთვარის ტრანზიტი თქვენს ცხოვრებაზე გაცილებით უფრო უმნიშვნელოდ აისახება და სამომავლოდ, აუცილებლად მიიღებთ სანაცვლო სიყვარულსა და სიკეთეს თქვენივე მისამართით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?