რომ ადამიანებში მორალურ-ეთიკურ ნორმებს და ზოგადად, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას აღზრდა-განათლებასთან ერთად, დიდწილად განაპირობებენ პლანეტებიც. ამიტომ ხშირად, საკმაოდ განათლებული და წარმატებული ადამიანიც კი შეიძლება მოგვევლინოს საყოველთაო ბუნტისა და დებოშის მიზეზად. როგორც გაირკვა, ამ მხრივ სამი ზოდიაქოს ნიშანი ლიდერობს. ზუსტად ამ ადამიანებს აქვთ მიდრეკილება უგულებელჰყონ საზოგადოებრივი აზრი და ღიად დაუპირისპირდნენ მიღებულ მორალურ-ეთიკურ ნორმებს, თუკი ჩათვალეს, რომ ეს ყველაფერი მათ პირად ფასეულობებს ეწინააღმდეგება.
ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს ვერძებს მებრძოლის სულისკვეთებით და საკუთარი შესაძლებლობების გასაოცარი რწმენით აჯილდოებს. ვერძები ბუნებით რევოლუციონერები არიან. ამიტომ თუკი თვლიან, რომ ვინმე უსამართლოდ იჩაგრება, აუცილებლად დაუპირისპირდებიან ზემდგომებს დაჩაგრულის უფლებების დასაცავად. ვერძი იშვიათად იბრძვის საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის. მისი ბრძოლა უმეტესად მასშტაბური ხასიათისაა და იგი კარგად ახერხებს მოიზიდოს თანამოაზრეებიც.
მშვილდოსანი - ფილოსოფიურად მოაზროვნე და დემაგოგიისკენ მიდრეკილი ნიშანია. მშვილდოსნები ვერ იტანენ ტყუილსა და ფარისევლობას. მათთვის აუტანელია საზოგადოებაში გამეფებული იერარქიული პრინციპი და ჩაგვრა. მშვილდოსნების დიდი ნაწილი ხშირად იწყებს კონფლიქტს საკუთარი შეხედულებების დასაცავად. იმიტომ რომ, როცა მშვილდოსანს რაიმე იდეის სჯერა, მასთან კამათი ამ იდეის აბსურდულობაზე თავისთავად ნიშნავს ომის გამოცხადებას, რომელშიც მშვილდოსანი სიამოვნებით ერთვება და ხშირად გამოდის გამარჯვებულიც.
მერწყული - კოსმოპოლიტი, მომავლის იდეებზე ორიენტირებული და ჰუმანური ნიშანია. მერწყულებს ღრმად სწამთ საკუთარი უნიკალურობის, ამიტომ იშვიათად იტანენ ჩარჩოებს და შეზღუდვებს. ეს ხალხი ვერ იტანს ჭორაობას, ამიტომ არასოდეს განიკითხავენ სხვებს განსხვავებულობის გამო. მათ ახასიათებთ ლიბერალიზმი და ჰუმანურობა ზოგადად, მთლიანი კაცობრიობის მიმართ. თუმცა, ვერანაირი ზეწოლა ვერ აიძულებს მერწყულს აზრი შეიცვალოს ამა თუ იმ თემაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებაში ასეა მიღებული. იგი არ გამოირჩევა კონფლიქტურობით, თუმცა, საკუთარი აზრის დაცვა ნებისმიერ შემთხვევაში ჯიუტად შეუძლია.