ძალზე ხშირად ჩვენ არ ვაკვირდებით წვრილმანებს; აქედან გამომდინარე, ერთიანობაში აღქმულ ვიზუალურ იმიჯს შევყავართ შეცდომაში. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ილუზიაა...
სურათზე ხედავთ ორ სხვადასხვა სიდიდის ფინჯანს რომელთაგან ერთ-ერთი კუბზე დევს. სინამდვილეში, ორივე ფინჯანი ერთნაირი ზომისაა, კუბი კი მაგიდაზეა დახატული
თქვენი აზრით, ვაგონები რომელი მიმართულებით მიდიან? მათი მიმართულება თქვენზეა დამოკიდებული, ჩაიფიქრეთ და ცოტა ხანში დაინახავთ როგორ იცვლიან ისინი გეზს
დიდხანს რომ უყუროთ, აღმოაჩენთ, რომ ბიუსტი თავს აქეთ–იქეთ ამოძრავებს
უყურეთ თეთრ წერტილს შუაში და დაინახავთ, რომ ფერადი კოპლები მალე საერთოდ გაქრება
როგორ გგონიათ, რა არის ეს? თვალი? არამც და არამც. ჩვეულებრივი სააბაზანო ნიჟარაა ქაფით სავსე, რომელშიც წყალი გაედინება