უკონფლიქტოდ და ჰარმონიულად თანაარსებობას. მიზეზი სხვადასხვაა და ყოველ ჯერზე ინდივიდუალურ სიტუაციას ეფუძნება ესა თუ ის კონფლიქტი. თუმცა, ასტროლოგების აზრით, თუკი ჩვენ ჩვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ ნეგატიურ ფაქტორებს მინიმუმამდე დავწევთ და ვეცდებით საკუთარ ხასიათში პოზიტიური თვისებები წამოვწიოთ წინ, გარშემო მყოფებთან და სამყაროსთან ურთიერთკავშირი ბევრად უფრო ჰარმონიული გახდება ჩვენთვის...
Be the change that you wish to see in the world
ვერძი – გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას სიხისტე, ეგოიზმის გამოვლინება და კონფლიქტურობისკენ მიდრეკილება უნდა მოთოკოთ. არ არის ვალდებული სამყარომ თქვენი პერსონის გარშემო იტრიალოს.
კურო – ხანდახან გამოძვერით მყუდრო ნაჭუჭიდან/ოფისიდან/სახლიდან, ნუ გეშინიათ ცვლილებების, მათ კარგიც ბევრი მოსდევს. ისწავლეთ დათმობა, მით უმეტეს მაშინ, როცა აბსოლუტურად წვრილმან საკითხზე ჯიუტობთ მხოლოდ იმიტომ რომ პრინციპის საქმეა ეს.
ტყუპი – "ფრენის დონე" შეანელეთ. ხანდახან უკან მოხედვა და სიტუაციის დეტალური ანალიზიც არ გაწყენდათ. გახსოვდეთ, დაწყებული საქმეების დასრულება თქვენს იმიჯზე დადებითად იმოქმედებს.
კირჩხიბი – ნუ აბეზრებთ თავს გარშემო მყოფებს წუწუნით, თანაც ისეთ თემებზე, რომელიც აბსოლუტურად მოგვარებადია და ყველაზე უკეთ თქვენ იცით ეს. მოთხოვნილება იმისა, რომ გაგამხნევონ და საპირისპირო გიმტკიცონ ხანდახან ენერგოვამპირიზმში გადაგდით. ისწავლეთ საკუთარ დარდთან ჩუმად გამკლავება და პირიქით, იქით გაამხნევეთ სხვები.
ლომი – ხანდახან გულში ჩაიხედეთ, მოთოკეთ ამბიციები და ნუ აიძულებთ გარშემო მყოფებს თაყვანი გცენ, თუკი კეთილი და გულუხვი იქნებით აღიარება თქვენთან თავად მოვა. გააცნობიერეთ ის, რომ თავმდაბლობა ყველაზე კარგი "სელფ-პიარია" ხშირ შემთხვევაში.
ქალწული – სამყარო იდეალური არ არის ამ აზრს უნდა შეეგუოთ და თავი დაანებოთ გარშემო ყველას და ყველაფრის "გენერალურად დალაგების" მცდელობას. გააცნობიერეთ ის, რომ ზოგჯერ ქაოსშიც იმალება რომანტიკა. ნაკლებად აკრიტიკეთ სხვები. ამით ისინი არ გამოსწორდებიან თქვენ კი ქრონიკული "ტვინის პინცეტის" სტატუსს გამოჰკრავთ ხელს.
სასწორი – მიეჩვიეთ ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღებას. ნუ გაქვთ მუდამ იმის იმედი, რომ ვიღაც სხვა მოვა, თქვენს პრობლემებს გადაჭრის და გზასაც გიჩვენებთ. რაც მეტს ყოყმანობთ, მით მეტ კარგ შანსებს უშვებთ ცხოვრებაში წინსვლისა და წარმატებისთვის.
მორიელი – მწეველები მალე კვდებიან, ბოღმიანები უფრო მალე. გააცნობიერეთ, რომ სიძულვილით სხვებზე მეტად, თქვენ საკუთარ ჯანმრთელობას იზიანებთ. გარშემო მყოფები არ არიან ვალდებული თქვენ მიერ დაგეგმილ წესრიგს დაემორჩილონ და არც ყველა სიტუაციაში გამოხვალთ გამარჯვებული. ომის წაგება, ბრძოლის წაგებას არ ნიშნავს – თავი ამით დაიმშვიდეთ.
მშვილდოსანი
– ვიცით, რომ გულუხვი და ხელგაშლი ხართ, მაგრამ თქვენი ხელგაშლილობა ზოგჯერ აბსოლუტურ სიბეცეს უტოლდება. მიამიტობა და სიალალე ხშირად ბოროტებაზე მეტი დანაშაულია ამა თუ იმ სიტუაციაში. ნუ იღებთ საკუთარ თავზე ბევრს და აუცილებლად ისწავლეთ დანაპირების შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების თვალში ფასი დაგეკარგებათ.
თხის რქა – სნობიზმი თქვენი ხასიათის ყველაზე ნეგატიური შტრიხია. თავი დაანებეთ ადამიანების დაყოფას სოციალური სტატუსის, წარმომავლობისა და შემოსავლიანობის მიხედვით. აქცენტი მათ სულიერებასა და ადამიანობაზე გააკეთეთ ასე უფრო მოიგებთ. უფრო ხშირად გაუღიმეთ გარშემო მყოფებს, გულში იქნებ ძალიანაც გიყვართ ვინმე, მაგრამ გამოხატვის გარეშე ამ გრძნობას ფასი ეკარგება.
მერწყული – პირველ რიგში საკუთარი იდეების ჩანიშვნა-დაგეგმვა-რეალიზაცია უნდა ისწავლოთ. ნუ მიატოვებთ საქმეს პირველივე წინააღმდეგობის გაჩენისას. ისწავლეთ აუხსნათ გარშემო მყოფებს მიზეზი იმისა, თუ რატომ იქცევით ისე და არა ასე. წინააღმდეგ შემთხვევაში ორპირობასა და ამპარტავნობაში დაგადანაშაულებენ.
თევზები – ილუზიებში ცხოვრებას უნდა გადაეჩვიოთ. გამოგონილი სამყარო კარგია, მაგრამ ის ვერ გაჭმევთ პურს და ვერ დააპურებს მით უმეტეს თქვენი ოჯახის წევრებს. ალკოჰოლი კი, რომელიც ასე გიყვართ, ყოველთვის ნეგატიური შედეგების მომტანია. ისწავლეთ პრინციპული სვლების კეთება, დაიტოვეთ თევზური სირბილე და დაუმატეთ მას ზვიგენის ამბიციები. ასე ნებისმიერ მიზანს აქცევთ რეალობად.