თვე ძალაში შედის და რა თქმა უნდა, აქტიურდება სასიყვარულო-პარტნიორული თემატიკა. მით უმეტეს, რომ ამ მხრივ, წლევანდელი მაისი განსაკუთრებული, ემოციურად დატვირთული და დასამახსოვრებელი იქნება ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის...
ვერძს შანსი აქვს ზუსტად მაისში შეხვდეს ადამიანს, რომელიც მასში მყისიერ ინტერსს და ვნების ქარიშხალს გააჩენს.
კუროების უმეტესობას მაისში უჩვეულოდ უმართლებს. მათ შორის სასიყვარულო ფრონტზეც. არის შანსი უკვე არსებულ თაყვანისმცემელთან ურთიერთობამ სერიოზული სახე მიიღოს ამ თვეში.
ტყუპი მაისში ჭეშმარიტად "გაილაღებენ". მათ გარშემო თაყვანისმცემელთა მთელი არმია შეგროვდება და არჩევანის გაკეთება ნამდვილად გაუძნელდებათ ისედაც ცვალებად ტყუპს.
კირჩხიბისთვის მაისს ჯერ კიდევ აპრილში დაწყებული ნაცნობობის გაღრმავების პერსპექტივა მოაქვს. ეს ის თვეა, როცა საბოლოოდ უნდა გააკეთოთ არჩევანი - ვისთან გსურთ ყოფნა.
ლომისთვის მაისი სულიერი სიმშვიდის მოპოვების თვე იქნება. უკვე არსებული ურთიერთობებით დატკბებით, ან ახალი ნაცნობობა მეგობრული სტადიიდან გადაინაცვლებს სიყვარულში.
ქალწულისთვის მაისი მაცდური კომპლიმენტებისა და ერთობ არაპროგნოზირებადი, საკმაოდ ხანმოკლე ურთიერთობების დროა.
ვარსკვლავები გირჩევენ, მაისში ფლირტით დატკბეთ და სერიოზული გრძნობებისთვის ზაფხულის პერიოდს დაელოდოთ.
სასწორი მაისის შუა რიცხვებში ერთობ მხურვალე სასიყვარულო ინტრიგაში გაეხვევა. თუმცა, რამდენად სერიოზული იქნება ეს ნაცნობობა, უკვე მათივე მონდომებაზე იქნება დამოკიდებული.
მორიელი მაისის თვეში ყოფილებთან ურთიერთობის გადახედვის სურვილით იწვის. ვარსკვლავები გირჩევენ - თამამად გადადგათ ნაბიჯი შერიგებისა და ურთიერთობის აღდგენისკენ.
მშვილდოსნისთვის მაისის თვე მაინცდამაინც აქტიური არ იქნება სასიყვარლო ისტორიებით. თუმცა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების უმეტესობას აქვს შანსი, მაისის თვე აქციოს უკვე არსებულ ან ყოფილ პარტნიორთან "მეორე თაფლობის თვედ".
თხის რქისთვის მაისის თვეს საინტერესო თუმცა კი ცოტა სახიფათო ნაცნობობა მოაქვს. კარგად დააზუსტეთ ადამიანი, რომლითაც ამ თვეში მოიხიბლებით რამდენად თავისუფალია რეალურად.
მერწყული მაისში თავგდასავლების წყურვილით იწვის. ამიტომ სასვებით შესაძლებელია არა ერთი, არამედ ორი რომანიც კი გააჩაღოთ ერთმანეთის პარალელურად ამ თვეში.
თევზები მაისში განსაკუთრებულ "რომანტიკულ შიმშილს" გრძნობენ, რაც მათ ხელს მუშაობაშიც კი შეუშლით. ასტროლოგები გირჩევენ, უკვე არსებულ ურთიერთობას დაუბრუნოთ რომანტიკული ელფერი თუნდაც ელექტრონული მიმოწერის და სასიყვარულო მესიჯების სახით.