გელით თუ არა დაუვიწყარი საზაფხულო რომანი - აგვისტო დრამატული „ლოვ-სთორების“ სიმრავლით გაგვანებივრებს

გელით თუ არა დაუვიწყარი საზაფხულო რომანი - აგვისტო დრამატული „ლოვ-სთორების“ სიმრავლით გაგვანებივრებს

იქნება იგი გამორჩეული. ბლომად გველის სასიყვარულო რომანების, დრამატული და ხმაურიანი დაშორება/შერიგებების, ეჭვიანობის სცენებიც. ასე რომ, მათთვის, ვისთვისაც სიყვარული ემოციების ზღვასთან და ექსტრიმთან ასოცირდება შესაფერისი დრო დგება საკუთარი ემოციური სპექტრის სრული მასშტაბით წარმოსაჩენად.

თვის დასაწყისში და ამ ეტაპზეც, სიყვარულის პლანეტა ვენერა ჯერ კიდევ კირჩხიბის ზოდიაქოს სტუმრობს; შესაბამისად, უახლოესი ერთი კვირის მანძილზე მაინც კიდევ არის შესაძლებელი ურთიერთობის რბილი ტონით დარეგულირება. მაგრამ უკვე თორმეტი აგვისტოდან, მაშინ როცა ვენერა სამეფო ნიშანს ლომს ესტუმრება და აგრესიულ პლანეტა მარსს ჩაუდგება დაძაბულ ასპექტში, წყვილებს შორის დრამატული ისტორიები და ხმაურიანი გარჩევები ჩვეულებრივ მოვლენად შეიძლება იქცეს სასიყვარულო ფრონტზე. იქნება ბევრი ეჭვიანობის სცენა, სასიყვარულო სამკუთხედში მოხვედრილი ადამიანები კი ერთმანეთთან ხმაურიანი და ემოციური კამათის ფონზე შეეცდებიან სიტუაციის გარკვევას. ეს ის პერიოდია, როცა მოთხოვნილება გიყვარდეს, ფლობდე და იყო სასურველი ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს ადამიანებში. განსაკუთრებით დრამატული ამ მხრივ აგვისტოს თვე ლომის, ვერძის, მშვილდოსნის, მერწყულის, მორიელის, კუროს ნიშნით დაბადებულთათვის იქნება. ამასთან, ცეცხლის ნიშნებს უფრო გაუმართლებთ ამ მხრივ ვიდრე სხვა დანარჩენებს, იმიტომ რომ ერთი შეხედვით კონფლიქტებით აღსავსე ურთიერთობამ შესაძლოა მათ შემთხვევაში აბსოლუტურად მოულოდნელ და დაუგეგმავ ქორწინებამდეც მიგვიყვანოს.

დანარჩენებს კი ვურჩევ პირად ცხოვრებაში წარმოქმნილ მოულოდნელ და დრამატულ სიტუაციებს მეტი მოთმინებით, კომპრომისისთვის მზადყოფნითა და ლოიალურად შეხედონ. თუ, რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს აგვისტოს თვის ფეთქებად ენერგეტიკას თან არ გავაყოლოთ აქამდე პერსპექტიულად და ჰარმონიულად მიჩნეული პარტნიორული ურთიერთობა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?