– ვერა. თუმცა ასტროლოგები ფიქრობენ, რომ ადამიანები გარდა პირადი ბედნიერების პოვნისა, სხვადასხვა სახის უმნიშვნელოვანესი მისიით ევლინებიან ქვეყანას და ზოგიერთის შემთხვევაში მარტოობა ხშირად აუცილებელიც კია საიმისოდ, რომ მან სოციუმისთვის მნიშვნელოვანი როლის თამაში შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მეშვეობით.
ასტროლოგიურად თუ მივუდგებით საკითხს, ყველაზე მეტად მეორე ნახევარის გარეშე გაძლება სასწორებს, ლომებს, კირჩხიბებს, თევზებსა და კუროებს უჭირთ . ამ ნიშნით დაბადებულები ძალიან კარგად ახერხებენ იდეალური ქმრის/ცოლის როლის მორგებას და მათთვის საყვარელ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება სულაც არ გახლავთ რთული.
შედარებით უფრო ეძნლებათ უღელში თავის გაყოფა ვერძებს, მორიელებს, მშვილდოსნებს, მერწყულებსა და ტყუპს. ამ ადამიანებისთვის სიყვარულის გარდა ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინტერესები ცხოვრებაში – იქნება ეს სწავლა, კარიერა, ჰობი თუ გართობა. ისინი გვიან, მაგრამ მაინც ქორწინდებიან ან ადრეული ასაკიდანვე იწყებენ "საქორწინო კარუსელს" და უკვე შუახანს მიტანებულებს ორი ან სამი "ყოფილი ოჯახიც" გააჩნიათ.
ხოლო ადამიანები, რომელთა შორისაც ასტროლოგებმა ყველაზე მეტი ბერბიჭა და შინაბერა აღმოაჩინეს არც მეტი არც ნაკლები თხის რქისა და ქალწულის ზოდიაქოს წარმომადგენლები არიან. სწორედ ეს ხალხი ირჩევს (ხშირად შეგნებულადაც კი) სრულ მარტოობასა და სიმშვიდეში ყოფნას, ნაცვლად ოჯახური აურზაურისა. ქალწულის შემთხვევაში მარტო დარჩენის მიზეზი ძალზე ხშირადაა მისი ზედმეტად პრეტენზიული ხასიათი, ხოლო თხის რქები, როგორც წესი, სამსახურსა და კარიერულ პასუხისმგებლობებს დებენ ოჯახური ურთიერთობის საპირწონედ.