რომელიც წლების მიხედვით ადამიანთა გარკვეული კატეგორიით დაყოფას ეფუძნება ძალზე საინტერესო კვლევები არსებობს. საინტერესო სტატისტიკამ, რომელიც ევროპელმა ასტროლოგებმა წლების მანძილზე კერძო პრაქტიკის მეშვეობით აწარმოეს გამოავლინა, ე.წ. "უქორწინებლობისკენ" მიდრეკილი ადამიანები ჩინური კალენდრის მიხედვით.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე ნაკლებად მამაკაცებს შორის ქორწინებისკენ მიდრეკილება მაიმუნის, ვირთხის და დრაკონის წელში დაბადებულ მამრებს აღენიშნებათ. ამ ადამიანებს ქარიზმატულობა ახასიათებთ და ცხოვრების მანძილზე ძალიან არიან განებივრებული პარტნიორების სიუხვით. შესაბამისად, გვიან ასაკამდე მაინც არ ცდილობენ უღელში თავის გაყოფას.
საქმე სხვაგვარადაა ცხენის, ვეფხვის, ძაღლის წელში დაბადებული მამაკაცების შემთხვევაში. ამ წლებში დაბადებულ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, ქალთა სქესის მიმართ გარკვეული სიძულვილიც კი ახასიათებთ. რომლის მიზეზიც ასტროლოგების აზრით, ქალური ბუნების არასწორი გაგება და მიდგომაა.
რაც შეეხებათ ქალებს, ამ მხრივ ლიდერულ პოზიციებს იკავებენ კატის, თხის და ხარის წელში დაბადებული მანდილოსნები. ამასთან ერთად, ხარის წელში დაბადებული ქალი ყველაზე კარგად ახერხებს მამაკაცის გარეშე გაძლებას და როგორც წესი, ცხოვრებაში საკმაოდ წარმატებულია. დანარჩენი ორის შემთხვევაში კი საქმე გვაქვს უბრალო ჭირვეულობასთან. ამიტომ მამაკაცები ასეთ ქალებს, ხშირად თავადვე გაურბიან ხოლმე.