გავლენას შორის კავშირი. ერთი და იგივე პროდუქტი შესაძლებელია აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად მოქმედებდეს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანზე. შესაბამისად, საიმისოდ, რომ მუდამ ტონუსში იყოთ, ჯანმრთელობა გაიკაჟოთ და განწყობაც შესაბამისი იქონიოთ, სასურველია, ასტროლოგიური კუთხითაც გადახედოთ თქვენს კვების რაციონს.
ვერძმა ახალი ხორცი, სტაფილო, ხახვი, შავი პილპილი და საზამთრო უნდა ჩართოს რაციონში.
კურომ ვაშლი, ცხვრის ხორცი, ბანანი, ალუბალი, კენკროვანების ნაკრები და პომიდორი უნდა მიიღოს.
ტყუპმა - ქათმის ხორცი, ნანადირევი, მოცხარი, ნესვი.
კირჩხიბმა - ზღვის პროდუქტები, კრევეტები, კარტოფილი, კომბოსტო და ყურძენი.
ლომმა - საქონლის მჭლე ხორცი, ბრინჯი, ანანასი, ლიმონი, ფორთოხალი, თხილი.
ქალწულმა - ხბოს ხორცი, ბროწეული, გარგარი, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიგოზი.
სასწორმა - ფაფის ყველა ნაირსახეობა, ნებისმიერი ყვითელი ხილი, მწვანილეული.
მორიელმა - კალმარები, სოკოს ნაირსახეობა, გოგრა, პილპილი.
მშვილდოსანმა - ღორის ხორცი, ფინიკი, ჩირეული, მანგო, წაბლი.
თხის რქამ - ცხვრის ხორცი, ჭარხალი, ბადრიჯანი, ატამი და მსხალი.
მერწყულმა - ხიზილალა, თევზის ფილე, ჟოლო, ბალი.
თევზებმა - ქათმის თეთრი ხორცი, მზესუმზირა, ზღვის კომბოსტო, კიტრი.