გურმანთა ასტროლოგია - როგორ ვიკვებოთ სწორად მთვარის დღეების მიხედვით

გურმანთა ასტროლოგია - როგორ ვიკვებოთ სწორად  მთვარის დღეების მიხედვით

საათის ისარი მოივლის მთელ ციფერბლატს. თითო ნიშანში ის 2-3 დღის შუალედს ატარებს, ამიტომ იმაზე თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანშია მთვარე დიდწილადაა დამოკიდებული ჩვენი კვებითი მოთხოვნილებები და მადის სიძლიერე.

ასტროლოგები თვლიან, რომ მთვარის კალენდრის მიხედვით კვება არამხოლოდ სხეულის იდეალურ ფორმაში ყოფნას უწყობს ხელს, არამედ ადამიანს სწორი ენერგობალანსითაც უზრუნველყოფს სამომავლოდ. რაც თავისთავად საწინდარია, ამ უკანასკნელის პროდუქტიულობისა და კარგი განწყობის მომდევნო დღეების მანძილზე.

ასე მაგალითად - მთვარის მდებარეობისას მერწყულის, სასწორის და ტყუპის ნიშანში სასურველია ცხიმიანი საკვების მიღება. თუ ვეგეტარიანელი ბრძანდებით სალათებში მაქსიმალური დოზით გამოიყენეთ ზეთი.

ნახშირწყლების დღეებში კი რომელიც მთვარის კირჩხიბის, მორიელის და თევზების ზოდიაქოში ყოფნას ემთხვევა შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ცომეული და ზოგადადაც, თუ დააკვირდებით ზემოხსენებულ პერიოდებში თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებულ შიმშილს გამოხატავს ზუსტად ცომეულისგა მომზადებული პროდუქტების მიმართ. ხოლო იმის შიშით, რომ ცომეული წონის მატებას გამოიწვევს (რაც სავსებით გონივრული ეჭვია) თავს არამც და არამც არ უნდა აუკრძალოთ პურეულის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას თავისებური "დეზორიენტაციის" მდგომარეობა შეექმნება ამ მხრივ და შესაძლოა უახლოეს დღეებში, მაინც ბლომად მიირთვათ აკრძალული პროდუქტი, ოღონდ უკონტროლო დოზით.

მარილის დღეებში - მაშინ, როცა მთვარე თხის რქის, ქალწულის და კუროს ნიშნებს გადის შეგიძლიათ თამამად დააგემოვნოთ სანელებლებითა და სოუსებით გაჯერებული საკვები. ეს აუცილებელიც კია თქვენი ორგანიზმისთვის ამ დროს.

ცილებით მდიდარი საკვები უნდა მიირთვათ ისეთ დღეებში, როცა მთვარე გადის მშვილდოსნის, ვერძის ან ლომის ზოდიაქოს. აგრეთვე, შეგიძლიათ დიდი ოდენობით დააგემოვნოთ სხვადასხვა ტიპის ხილი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?