ავტორი:

"გვიან ღამით, ვიდრე 23 სექტემბერი დადგებოდეს, ვაკეთებთ ნახევარსაათიან რიტუალს" - რას წერს ასტროლოგი დღევანდელ ღამეზე და რას ურჩევს ზოდიაქოს ნიშნებს

"გვიან ღამით, ვიდრე 23 სექტემბერი დადგებოდეს, ვაკეთებთ ნახევარსაათიან რიტუალს" - რას წერს ასტროლოგი დღევანდელ ღამეზე და რას ურჩევს ზოდიაქოს ნიშნებს

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 22 სექტემბრის ღამით მოსალოდნელ ასტროლოგიურ მოვლენებზე წერს და ზოდიაქოს ნიშნებს რეკომენდაციებს აძლევს:

"წმენდის დროა!

დღეს გვიან ღამით, ვიდრე 23 სექტემბერი დადგებოდეს, 23:45-დან 00:15-ის ჩათვლით, ერთიანი ძალებით ვაკეთებთ ნახევარსაათიან წმენდის პრაქტიკას. შევდივართ მედიტაციურ მდგომარეობაში ნელა, თანდათან. წარმოვიდგენთ, როგორ სუფთავდება დაგროვილი ნეგატივისაგან ორგანიზმი ყველა ჩაკრის გავლით, პირველიდან მეშვიდემდე, ნათელი სხივის მეშვეობით. შემდეგ წარმოსახვაში სინათლის მეშვეობით ასუფთავებთ თქვენს გარშემო არსებულ ტერიტორიას, თანდათან აფართოვებთ არეალს და წმენდთ იმდენს, რამდენზეც ეს ნახევარი საათი გეყოფათ.

მიზანი არის იმუნიტეტის ამაღლება-გაჯანსაღებაში ორგანიზმისათვის დახმარება და ჩვენს გარშემო მყოფების დაცვა. ''ბევრი ფული მინდა'', ''კარგი სამსახური'' და ''იმან შემიყვაროს'' თემების მსგავსის დრო არაა. მივხედოთ სიცოცხლეს!

***

22 სექტემბერს, 23 საათსა და 21 წუთზე მზე ტოვებს ქალწულის ნიშანს და სასწორში გადადის. მზე ასტროლოგიურად ადამიანის ეგოს გამოხატავს, აქ კი, თავისი დაცემის ადგილას, ის ძალზე დიკომფორტულად გრძნობს თავს. ამ პერიოდში, ვიდრე ჩვენი სისტემის მთავარი მნათობი სასწორს გადის, (23 ოქტომბრამდე) ეგო ძალზე სუსტად არის ხოლმე გამოხატული, ადამიანები უხერხულობას გრძნობენ პირდაპირ და გადაჭრით ამტკიცონ საკუთარი აზრი. ცდილობენ რაღაცნაირად კომპრომისული გზები მონახონ, გადაწყვეტილებების მიღებისას დიდხანს ორჭოფობენ, ყოყმანობენ, თითქოსდა გარედან ელოდებიან რაღაც ბიძგს. და ეს ბიძგი შეიძლება მოდიოდეს ცოტა უფრო მეტად აქტიური პარტნიორისაგანაც, თუმცა ზედმეტი ძალდატანება საბოლოოდ მაინც მიუღებელია, რადგან ველოდებით, რომ პარტნიორიც ისეთივე დიპლომატიური და კომპრომისული იქნება, როგორებიც ჩვენ... (წაიკითხეთ სრულად ზოდიაქოს რომელ ნიშნებზე იმოქმედებს დღევანდელი ღამე ყველაზე მეტად)