ჰოლივუდის ერთ-ერთი, ყველაზე სამაგალითო ოჯახური წყვილის ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის მოულოდნელი განქორწინების ნიუანსებს. მიუხედავად იმისა, რომ ჭორი ბენისა და ჯენიფერის ოჯახური სიმყარის რყევაზე აქამდეც არცთუ იშვიათად გამხდარა ყვითელი პრესის განხილვის საგანი, მსოფლიო მედია შოკში ჩააგდო წყვილის ოფიციალურმა გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაუსვან წერტილი ლამის ათწლიან თანაცხოვრებას. ცნობილი ფაქტია, რომ ამერიკელებისთვის "ბენიფერი" რეალურ სიყვარულთან და ნამდვილ ოჯახურ იდილიასთან ასოცირდება. ამიტომ არც ისაა გასაკვირი რატომ ვერ იტევს ცნობილი გამოცემები კომენტარებს და ჩვეულებრივი ადამიანების მიერ გამოხატულ წუხილს წყვილის დაშორების გამო.
მაშინ, როცა მთელი მსოფლიო გარნერ-აფლეკის იგივე "ბენიფერის" ლოვ-სთორის დასტირის, ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვედგინა წყვილს შორის განქორწინების რეალური მიზეზები და გვემსჯელა ზოგადად იმაზე, თუ მაინც რატომ შორდებიან ერთი შეხედვით იდეალური მეუღლეები მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ.
კლასიკური ასტროლოგიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ლომი მამაკაცი (ბენ აფლეკი) და ვერძი ქალი (ჯენიფერ გარნერი) ერთ-ერთ საუკეთესო და ჰარმონიულ წყვილად მოიაზრება პარტნიორული თავსებადობის კუთხით. მართალია, ასეთ წყვილში ხმაურიანი კამათი, პერიოდული დაპირისპირებები და განხეთქილება ჩვეულებრივი ამბავია. მოგეხსენებათ, ორივე ცეცხლის ნიშანს განეკუთვნება და ცეცხლი რისი ცეცხლია, თუ ხანდახან არ აალდა სერიოზულად. თუმცა, რეალურად, ვერძისა და ლომის წყვილი ხშირ შემთხვევაში მაინც ინარჩუნებს ერთმანეთის მიმართ ხანგრძლივ გრძნობებს და ერთგულებას. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ვერძი თავია, ლომი კი გული, ჰოდა ამ ორის კავშირი ყველაზე უფრო შეეფერება იდეალური სიყვარულის ფორმულას. იმიტომ, რომ იქ, სადაც გონება და გული ერთიანდება ნამდვილად ისადგურებს ჰარმონია.
თუმცა ეს მხოლოდ ზოგადი მსჯელობაა ნიშანთა ურთიერთთავსებადობის შესახებ. რეალურად კი წყვილებს შორის თანაარსებობა ინდივიდუალური განხილვის თემაა და ამა თუ იმ ოჯახური დუეტის ხანგრძლივობაზე ასტროლოგმა, სპეციალური "სინასტრიული" რუკის მიხედვით უნდა იმსჯელოს . მის მიხედვით ჯამდება ცოლ-ქმარს შორის არსებული ჰარმონიული და დაძაბული ასპექტები, რის ხარჯზეც ხდება ვარაუდი იმისა, თუ რამდენ ხანს გასტანს მათი კავშირი და რა სახის კომპრომისები იქნება საჭირო ამ ურთიერთობის გადასარჩენად.
ბენისა და ჯენიფერის წყვილი ერთობ საინტერესო განსახილველია, იმ კუთხით, რომ ჩვენ აქ საქმე გვაქვს ე.წ. "კარმულ ურთიერთობასთან". რის ხარჯზეც ერთი პარტნიორი მეორესთან განვლილი ინკარნაციიდან მოყოლებული ვალშია და უწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა, საიმისოდ, რომ მისმა სულმა ევოლუციის რთულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები განახორციელოს. ყველა ჩვენგანი ხომ ამ ქვეყნად ზუსტად ამისთვის მოდის, რომ გახდეს უფრო უკეთესი და გაიზარდოს პიროვნულად, თუნდაც ნეგატიური გამოცდილების ხარჯზე.
ჯენიფერ გარნერი ვერძის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას, თუმცა მასში არის დიდი დოზა ტყუპი-თევზების სახასიათო შტრიხებისა. ეს ადამიანი მიდრეკილია ხშირად გაასაიდუმლოოს საკუთარი ცხოვრება, ნაკლებად ჩაახედოს გარეშე პირები მასში . მაშინ როცა ბენ აფლეკი, პირიქით ხშირად ხდება საზოგადოების მხრიდან აგორებული ჭორების ეპიცენტრში მიუხედავად იმისა, რომ ისიც საკმაოდ პრივატული ადამიანია - მის პირად კოსმოგრამაში მორიელის ნიშნის დიდი დოზიდან გამომდინარე.
თუკი ჩვენ ამ ორის პირად რუკებს შევადარებთ, მივხვდებით, რომ წყვილში ქალს გაცილებით უფრო მეტის დათმობა და ატანა მოუწევდა ვიდრე მამაკაცს. თუმცა, ერთი რამ უდავოდ ნათელი და გასათვალისწინებელია - ორივე მათგანს საიმისოდ, რომ წინსვლა შეძლონ ცხოვრებაში სჭირდება ოჯახი (ოფიციალური პარტნიორი). შესაბამისად, გასაკვირი არ არის რატომ გაუჭირდა ამ წყვილს უკვე დიდი ხნის მანძილზე ბზარშეპარული ოჯახური კავშირის საბოლოოდ დარღვევა.
გამომდინარე იქედან, რომ ბენ აფლეკი ჯენიფერ გარნერისთვის კარმული პარტნიორია, სავსებით სავარაუდოა ის ფაქტი, რომ იგი ბევრ დათმობაზე წავიდოდა მეუღლის გამო - მათ შორისაა ღალატის მცდელობა, აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილება (რის შესახებაც მინიშნება ბენ აფლეკის პირად რუკაზე საკმარისზე მეტია) და ა.შ.
თუმცა, ვერ ვიტყვით იმას, რომ თავად აფლეკი, როგორც ემოციური და საკმაოდ სენსიტიური ადამიანი ვერ აცნობიერებდა პარტნიორის მიმართ ვალდებულებებს და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. მაგრამ მორიელის ზოდიაქოს საკმაოდ დიდი გავლენა ხშირად ასეთ ინდივიდს აიძულებს, პერიოდულად მაინც ეძებოს ექსტრიმი და სახიფათო ზღვარს გადააბიჯოს თუნდაც დანაკარგების ხარჯზე.
ორივე მსახიობის რუკაზე, მკაფიო მინიშნება იკითხება იმის შესახებ, რომ მათ სამომავლოდ და დიდი ალბათობით, საერთო შვილთან დაკავშირებული უსიამოვნება გააერთიანებს ისევ. თუმცა, რამდენად აღდგება ოფიციალურად ყოფილ მეუღლეებს შორის ურთიერთობა ეს სათუოა. მით უმეტეს, რომ ბენ აფლეკის რუკაზე აშკარად ჩანს კიდევ ერთი ქორწინების შანსი საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთან. რაც შეეხება ჯენიფერ გარნერს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან ოდესმე ოფიციალური ქორწინების სურვილი გამოთქვას. თუმცა, არ არის გამორიცხული ის ფაქტი, რომ იგი მომავალში ვიხილოთ ე.წ. "სამოქალაქო ქორწინებაში".