წარმოგიდგენთ 3 ზოდიაქოს ნიშანს, რომლებიც, სიუზენის აზრით , ვარსკვლავების რჩეული არიან, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას და გამდიდრდებიან.
სასწორის ძალა ადამიანების დარწმუნებაშია. მას ნებისმიერთან, ყველაზე ინტროვერტთანაც კი, შეუძლია ურთიერთობა.
სასწორი ოსტატურად იყენებს არა მარტო კომუნიკაციის უნარს, არამედ თავის ქარიზმას, სილამაზეს, მომხიბვლელობას.
მისი კოზირია ფლირტიც. თუ სასწორმა გადაწყვიტა, რომ ადამიანი რაიმეზე დაითანხმოს, აუცილებლად მოახერხებს, ამიტომ ყოველთვის გამარჯვებული გამოდის გასაუბრებიდან, საქმიანი შეხვედრაც მისდა სასიკეთოთ მთავრება.
სასწორს კიდევ ერთი ნიჭი აქვს - ადამიანის ნდობას ადვილად მოპოვება, რის გამოც ხშირად აბარებენ ფინანსური საკითხების მოგვარებას, აყენებენ პრივილეგირებულ პოზიციაში.
ფულთან ხშირი ურთიერთობით, ეს ნიშანი ალღოს უღებს თანხის მოპოვებასა და სწორად გადანაწილებას.
მთელი ცხოვრების განმავლობაში იბრძვიან დასაწინაურებლად, ზემდგომ პოზიციაზე მოსახვედრად. ვერ იტანენ, როცა ეუფროსებიან, ამიტომ ხშირად თავად იწყებენ საქმეს. შესაძლოა კოვზი ნაცარში ბევრჯერ ჩაუვარდეს, მაგრამ ბოლოს ძალიან წარმატებული ხდება. ამ ადამიანებისთვის ვარსკვლავებს არ დაენანათ ეშხი, გამჭრიახობა, მახვილი ენა, საკითხის სიღრმეში წვდომის უნარი და სხვათა განზრახვების ამოცნობის ნიჭი.
მერწყული
მერწყული სიუზენის რჩეული ნიშანია. მილერი თვლის, რომ ამ ნიშნით დაბადებულები ვარსკვლავებს ძალიან უყვართ, რასაც ადასტურებს წინასწარმეტყველური ნიჭი, პროგრესულობა და ზეგანვითარებული აზროვნება, რომლითაც იგი დაასაჩუქრეს. დიახ, მართლაც, ყველა მერწყულს შეუძლია მომავლის დანახვა, მათ ღია აქვთ მესამე თვალი და ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვაში ეხმარებათ შესაშური ინტუიცია, ბრწყინვალედ აანალიზებენ მოვლენებს, ერთმანეთს სწრაფად უკავშირებენ წარსულს, აწმყოსა და მომავალს. მათი გონება ყოველთვის აქტიურად მუშაობს, მაშინაც კი, როცა სძინავთ. იდეები, რომლითაც, ჩვეულებრივ, სავსეა მერწყული სამყაროს ცვლის. სიუზენის აზრით, თუ კი ვინმეს შეუძლია დედამიწა უკეთეს ადგილად აქციოს, ვიდრე დღესაა, ეს ნამდილად მერწყულია.