რომ თორმეტი ზოდიაქოს ნიშანი არსებობს, თუმცა ამჯერად გთავაზობთ ცოტა ხნით დავივიწყოთ ზოდიაქოს ნიშნები და გავეცნოთ ჩვენი ხასიათის ფარულ შტრიხებს დაბადების დღეების მიხედვით, რომელიც დაყოფილია დეკადებად:
1-10 მარტს დაბადებულები
ადამიანები, რომლებიც ამ პერიოდში იბადებიან, გამოირჩევიან მომატებული მგრძნობელობითა და ძლიერი სენსიტიურობით. ისინი პატივს სცემენ სხვის აზრებსა და ემოციებს. აფასებენ ოჯახს და ნათესაურ ვალდებულებებს. თუმცა მიდრეკილებას ამჟღავნებენ ზოგჯერ გარკვეული მავნე ჩვევების მიმართ, რაც არასტაბილურობაში, გადამეტებულ თვითკრიტიკულობაში, წარსულზე ზედმეტ მიჯაჭვულობასა და დაბნეულობაში ვლინდება. ეს ხალხი სიყვარულის გამო ხშირად აბსოლუტურად აბსურდულ საქციელსაც ჩადის, უჭირს მიჯაჭვულობის დაძლევა და ხშირად ეტანება ალკოჰოლს სულიერი ტკივილების დასაძლევად.