რომ თორმეტი ზოდიაქოს ნიშანი არსებობს, თუმცა ამჯერად გთავაზობთ ცოტა ხნით დავივიწყოთ ზოდიაქოს ნიშნები და გავეცნოთ ჩვენი ხასიათის ფარულ შტრიხებს დაბადების დღეების მიხედვით, რომელიც დაყოფილია დეკადებად:
11-21 ივნისს დაბადებულები
ეს ადამიანები თანამედროვე აზროვნებით გამოირჩევიან. ყოველთვის აქვთ უნარი იაზროვნონ ობიექტურად და მიუკერძოებლად. ადამიანებს მარტივად იზიდავენ და იწვევენ გულახდილობაზე. აქვთ მოლაპარაკებისა და სხვების დარწმუნების საოცარი ნიჭი. არიან თავისუფლებისმოყვარულები და დამოუკიდებლები. მოქმედებენ ლოგიკის კარნახით მუდამ, თუმცა ავლენენ განსაკუთრებულ ინდივიდუალიზმს, რაც ხშირად ქცევის მანერასა და ჩაცმაში ვლინდება ხოლმე. აქვთ უნარი თავი მოაწონონ საზოგადოებას, რის ხარჯზეც მათი პოპულარობა გარანტირებულია. არიან ნებისყოფიანი, შემოქმედებითი, კრეატიული, ღირსების შეგრძნებით გამორჩეული ინდივიდები. არასოდეს ეგუებიან უსამართლობას.