რომ თორმეტი ზოდიაქოს ნიშანი არსებობს, თუმცა ამჯერად გთავაზობთ ცოტა ხნით დავივიწყოთ ზოდიაქოს ნიშნები და გავეცნოთ ჩვენი ხასიათის ფარულ შტრიხებს დაბადების დღეების მიხედვით, რომელიც დაყოფილია დეკადებად:
13-22 აგვისტოს დაბადებულები
ეს ადამიანები ბუნებით მებრძოლები არიან. მიდრეკილება აქვთ თავგანწირვისკენ. მით უმეტეს, თუ საქმე პატიოსნებას, სამართლიანობასა და ღირსებას ეხება. ისინი ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს, სიმამაცის და გონიერების ხარჯზე. არასოდეს ურიგდებიან უსამართლობას, უყვართ და პატივს სცემენ სიახლეებს. არიან მშრომელი და კრეატიული აზროვნების მქონენი. გააჩნიათ საოცრად ძლიერი სასიცოცხლო პოტენციალი და ახერხებენ გადარჩნენ იქაც კი, სადაც სხვები იღუპებიან. ვერ იტანენ ლოდინს, მათთვის სიცოცხლე მოძრაობაშია.