რომ თორმეტი ზოდიაქოს ნიშანი არსებობს, თუმცა ამჯერად გთავაზობთ ცოტა ხნით დავივიწყოთ ზოდიაქოს ნიშნები და გავეცნოთ ჩვენი ხასიათის ფარულ შტრიხებს დაბადების დღეების მიხედვით, რომელიც დაყოფილია დეკადებად:
21-30 აპრილს დაბადებულები
აპრილის მეორე ნახევარში დაბადებული ადამიანები, სილამაზის, ჰარმონიისა და კომფორტის მოყვარულები ბრძანდებიან. ისინი მოსიყვარულე, სათუთი და ფაქიზი ბუნების ადამიანები არიან. თუმც კი შესაძლოა გარეგნულად ეს არ ეტყობოდეთ ერთი შეხედვით და ტოვებდნენ ინდეფერენტული, გულგრილი ხალხის შთაბეჭდილებას. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია როგორც მატერიალური, ისე სულიერი ფასეულობები. ისინი საოცარი ოსტატობით უხამებენ ერთმანეთს კომფორტის სიყვარულსა და სულიერ ფასეულობებს. არ უყვართ აგრესია, ჩხუბი და კონფლიქტები. ყოველთვის ცდილობენ გარშემორტყმული იყონ კარგი სამეგობრო წრით და ადამიანებით, ვისთანაც თავს ჰარმონიულად გრძნობენ.