არსითა და ხასიათით განსხვავებულები არიან. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მათი დაყოფა საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს თითოეულ მათგანზე, თუმცა არსებობს სულ სხვა კლასიფიკაცია, რომელიც დაბადების თვის მიხედვითაა შედგენილი და ძალზე საინტერესო დეტალებს აღმოგაჩენინებთ საკუთარ თავში... მაშ ასე, მივყვეთ სტატიებს თანმიმდევრობით.
იანვარი
ქვა - ძოწი
ძაღლის ჯიში - ციმბირული ჰასკი
ყვავილი - მიხაკი
სურნელი - თბილი, ახალდაუთოებული პირსახოცის
თუკი თქვენ იანვარში დაიბადეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხართ ადამიანი, ვინც ყოველთვის მზადაა სხვებს აღმოუჩინოს დახმარება. ბუნებით ლიდერი და წინამძღოლი ხართ, ამასთან ერთად მარტივად ინარჩუნებთ სიმშვიდეს ქაოსის შემთხვევაში და გახასიათებთ სხვების დამშვიდებაც. გიყვართ ყველაფრის კარგად აწონ-დაწონვა, კრიტიკული გონება გაქვთ და კრეატიულობითაც გამოირჩევით. განსაკუთრებით აფასებთ სიკეთეს და პირდაპირობას. მოგწონთ სიმშვიდეში ყოფნა, არ გხიბლავთ ხმაურიანი გართობა და დღესასწაულები. გახასიათებთ მუდმივად ახლის ძიება.
ცოტა ხნის წინ თქვენს ცხოვრებაში იყო რთული პერიოდი. თუმცა ამის შემდეგ დადგა მშვიდი დღეები. ამ ეტაპზე ფინანსური პრობლემებიც გვარდება. ისწავლეთ ამ მოვლენებისგან ის, რომ უფრო წინდახედული იყოთ ფულთან მიმართებაში, თუმცა ნურც გონივრული რისკის შეგეშინდებათ. მოდუნდით, მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.