იანვრის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

იანვრის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

საკმაოდ "ცხელი" და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება ზოდიაქოს ნიშნის ბევრი წარმომადგენლისთვის. უფრო ზუსტ პროგნოზს კი გაეცანით სტატიაში

ვერძი

თვის პირველ დეკადაში ვერძებს განსაკუთრებული მოთხოვნილება გაუჩნდებათ მიიღონ სითბოსა და სიყვარულის დამამტკიცებელი საბუთი საყვარელი ადამიანებისგან აქტიურად გამოხატული ჟესტების სახით – კოცნა, ჩახუტება, მოფერება და ა.შ. (რაც ზოგადად ვერძს არ ახასიათებს). თუმცა, იანვრის მეორე დეკადა უფრო ნაყოფიერი იქნება ამ მხრივ და ვერძების დიდი ნაწილი უპრობლემოდ მიიღებს იმ ემოციას პარტნიორისგან, რასაც ასე დაჟინებით ითხოვს. მარტოხელა ვერძებს რომანტიკული ნაცნობობა ელით ადამიანთან, რომელიც შესაძლოა პირველ ეტაპზე სულაც არ ჩათვალონ ყურადღების ღირსად.

კურო

კუროებს იანვრის თვეში მოულოდნელი საჩუქრებით გაანებივრებენ მოულოდნელად გამოჩენილი თაყვანისმცემლები და პარტნიორები. თუმცა, სასურველია, თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ზედმეტი დამოკიდებულება არ გაუჩნდებათ ამგვარი "მსუყე ცხოვრების" მიმართ. შესაძლებელია, თქვენი ახალი თაყვანისმცემელი ან უკვე არსებული, ამ გზით საკუთარი, არცთუ დადებითი ზრახვების დამალვას ცდილობს თქვენგან. ხოლო იმ კუროებს ვინც უკვე იმყოფება გარკვეული სახის ურთიერთობაში, იანვარში გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მოუწევთ, პარტნიორთან დაგროვილ პრობლემებზე სასაუბროდ მაქსიმალური დიპლომატია გამოიყენონ.

ტყუპი

იანვარი ტყუპს, რომელთაც უკვე ჰყავთ გვერდით მეორე ნახევარი ან მეუღლე, გარკვეულ გამოცდას უწყობს – ახლა გამოჩნდება თუ, რამდენად შესწევთ მათ უნარი საკუთარ მეორე ნახევარს მორალურად და ემოციურად დაეხმარონ. დახმარება კი თქვენს პარტნიორს ძვირფასო ტყუპო, აუცილებლად დასჭირდება. მათ კი ვინც ჯერაც მარტოხელა ცხოვრებას ამჯობინებს, ვარსკვლავები სერიოზულ გამოცდას უწყობენ "ორი კურდღლის მადევარის" სტატუსზე. სამაგიეროდ, თუ თქვენ სწორად შეარჩევთ მომავალ პარტნიორს, ურთიერთობა, რომელიც იანვარში დაიწყება, შესაძლოა, ხანგრძლივი და სტაბილური იყოს ხანგრძლივი დროის მანძილზე.

კირჩხიბი

იანვარში უკვე დაოჯახებულ კირჩხიბებს, შესაძლებელია გარკვეული ნოსტალგია და მონატრების გრძნობა დაეუფლოთ საკუთარი მეორე ნახევრების მიმართ. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ბევრმა წარმომადგენელმა გამორიცხული არაა სამუშაო გრაფიკის შემცირება ან ბიულეტენიც კი მოითხოვოს საიმისოდ, რომ უფრო მეტი დრო გაატაროს სახლში, საყვარელი ადამიანის გვერდით. ხოლო კირჩხიბთა იმ კატეგორიას, ვინც აქამდე ეძებს მეორე ნახევარს, სასურველი მიზნის მისაღწევად ასტროლოგები არამხოლოდ იმიჯისა და ცხოვრების სტილის, არამედ სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის ცვლასაც კი ურჩევენ, რათა საბოლოოდ დაიჭირონ კუდით "ლურჯი ფრინველი", რომელსაც სახელად – "ქორწინება" ჰქვია.

ლომი

ლომების დიდ ნაწილს იანვარში არაერთი სასიამოვნო ნაცნობობა ელის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. თუმცა, ის თუ რომელ მათგანთან ურთიერთობა გადაიზრდება რამე უფრო სერიოზულში თავად ლომის გულწრფელობასა და სამართლიან სვლებზე იქნება დამოკიდებული ინტერესის ობიექტის მიმართ. თუკი თქვენ გულით იმოქმედებთ, სამომავლოდ ხანგრძლივი და ლამაზი ურთიერთობა გელით საინტერესო ადამიანთან. ხოლი იმ ლომებს, რომელთაც უკვე გააჩნიათ ოჯახი და მეორე ნახევარი, იანვარში, მეუღლესთან ერთად სასიამოვნოდ გატარებული ვიქენდები და ოჯახური წვეულებები გაულამაზებს ცხოვრებას.

ქალწული

მარტოხელა ქალწულების დიდ ნაწილს იანვარში ახალი ნაცნობობა და რომანტიკული ემოციების სიმძაფრე ელის. თუმცა, თავისუფალ ცხოვრებას მიჩვეული ქალწულებისთვის ძნელი მისაღები იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მათ ხანგრძლივ და სერიოზულ კავშირს ავალდებულებს. ამიტომ ზოგიერთი ქალწული შესაძლოა, ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორადაც კი გამოვიდეს ახალდაწყებულ და საკმაოდ პერსპექტიულ ურთიერთობაში. დაოჯახებულ ქალწულებს კი საკმაოდ ბევრი პრობლემის მოგვარების შანსი გაუჩნდებათ მეორე ნახევართან, თანაც მოლაპარაკების მეშვეობით და მშვიდ ატმოსფეროში.

სასწორი

იანვარში დაოჯახებულ სასწორებს გარკვეული პრობლემების გადალახვის აუცილებლობა დაუდგებათ დღის წესრიგში, ძირითადად მეუღლის ნათესავებთან ან სამეგობროსთან მიმართებაში. ამასთან ერთად, გაუთავებელ კამათსა და დისკუსიაში მეორე ნახევართან შესაძლოა, ვერც გაარკვიოთ წესიერად ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი. ასტროლოგები გირჩევენ, საოჯახო გარჩევებში ნაკლებად ჩარიოთ უცხო ადამიანები. ამით ბევრ პრობლემას აირიდებთ თავიდან. მარტოხელა სასწორებს კი, იანვარში ვარსკვლავები ახალი ნაცნობობის, ან უკვე არსებული ურთიერთობის გაცილებით უფრო სერიოზულ სტადიაზე გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

მორიელი

იანვრის თვე დაოჯახებული მორიელებისთვის გარკვეული დაძაბულობის ფონზე ჩაივლის. ამის მიზეზი შესაძლოა თქვენგან გაუცნობიერებლად წამოსროლილი უტაქტო რეპლიკა ან უყურადღებობა იყოს მეორე ნახევრის მიმართ. თუმცა, კონფლიქტი, რომელიც ამ თვეში დაიწყება, დიდი ალბათობით უფრო დიდ და სერიოზულ მიზეზს ეფუძნება. ამიტომ ძვირფასო მორიელებო, თუკი გრძნობთ, რომ მეუღლე ძველებურად აღარ გიყვართ, ნუ დატანჯავთ მას ხელოვნურად შექმნილი "მეოჯახის იმიჯით". აი, რაც შეეხებათ მარტოხელა მორიელებს, მათთვის იანვარს მოულოდნელად დაწყებული სასიყვარულო ინტრიგის ალბათობა მოაქვს, თუმცა, მისი ხანგრძლივობა, მორიელის ხასიათის ისეთი თვისებების მართვაზე იქნება დამოკიდებული, როგორიცაა ეჭვიანობა და პარტნიორის ბოლომდე კონტროლის სურვილი.

მშვილდოსანი

მარტოხელა მშვილდოსნების დიდ ნაწილს იანვარში ახალი სასიყვარულო თავგადასავალი ელის. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ ბრმად არ ენდოთ თქვენთვის დამახასიათებელ იდეალისტურ ხედვას და მომავალი პარტნიორი კარგად "შეათვალიეროთ". რადგანაც დიდია შანსი იმისა, რომ ეს უკანასკნელი თქვენთან დაწყებულ ურთიერთობას, გარკვეული შორსმიმავალი გეგმით და ანგარებიანი მიზნით გამოიყენებს. დაოჯახებულ მშვილდოსნებს რაც შეეხებათ, მათთვისაც მოაქვს იანვარს ფლირტისა და რომანტიკის "სურნელი". თუმცა, აქვე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთი შეხედვით უწყინარ ფლირტაობას შეიძლება სამომავლოდ უკვე არსებულ პარტნიორთან სერიოზული კონფლიქტი ან სულაც განშორება მოჰყვეს.

თხის რქა

მარტოხელა თხის რქათა უმრავლესობას იანვარი გასაოცარ თავგადასავლებსა და ულამაზეს, რომანტიკულ მოგონებებს ჰპირდება. თუკი თქვენ აქამდე ხანგრძლივი დროის მანძილზე იყავით სიმპათიით განმსჭვალული ვინმეს მიმართ და წარმოდგენაც გიჭირდათ იმის, რომ ეს "ვიღაც" თქვენს გრძნობებს უპასუხებს იანვარი საპირისპიროში დაგარწმუნებთ. ამიტომ თამამად გამოუტყდით გრძნობებში თქვენთვის სასურველ ადამიანს. ამგვარი ჟესტი თქვენი მხრიდან, მის გულს უპირობოდ დაიპყრობს. დაოჯახებულ თხის რქებს კი იანვრის მეორე დეკადაში პარტნიორთან ერთად არაერთი საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემის უმტკივნეულოდ და ეფექტურად მოგვარების შანსი მიეცემათ. რაც კიდევ უფრო გაამყარებს მათ კავშირს მეორე ნახევართან.

მერწყული

მარტოხელა მერწყულების დიდ ნაწილს იანვარი გარკვეულ იმედგაცრუებას მოუტანს იმ ადამიანებში, ვინც ოდესღაც მათ სიმპათიასა და სიყვარულს იმსახურებდა. თუმცა, ამ ფაქტში საგანგაშო და ტრაგიკული რომ არაფერია, ამაში მაშინ დარწმუნდებით, როცა იანვრის მეორე დეკადა ახალ, რომანტიკულ ნაცნობობას გაჩუქებთ, პოტენციური თაყვანისმცემელი კი წინამორბედისგან აბსოლუტურად განსხვავებული იქნება პირველ რიგში საკუთარი სტაბილურობით. უკვე დაოჯახებულ მერწყულებს ასტროლოგები იანვრის თვეში ვიზუალური იმიჯისა და ქცევის მანერის შეცვლა-დახვეწისკენ მოუწოდებენ. შესაძლებელია, ამ ნაბიჯს მათი მხრიდან, პარტნიორულ ურთიერთობაში "ახალი სიოს" დაბერვაც მოჰყვეს. რაც ერთიორად გაახალისებს მერწყულების ოჯახურ ურთიერთობას.

თევზები

დაოჯახებული თევზების დიდ ნაწილს იანვარში, გარკვეული სირთულეები ელოდება ოჯახის წევრებთან ურთიერთობის კუთხით. ეს შეიძლება იყოს მეუღლის სანათესავო, ან ის ხალხი, ვისაც აქამდე დიდსულოვნად რთავდით ნებას თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში ჩასარევად. თუმცა, კონფლიქტის დასარეგულირებლად ასტროლოგები ძვირფას თევზებს ურჩევენ პირველ რიგში მეუღლესთან დაალაგონ ურთიერთობა და ნაკლებად ეძებონ მიზეზი გარემოცვაში. რაც შეეხებათ მარტოხელა თევზებს, მათ იანვარი არაერთ საინტერესო ნაცნობობას ჰპირდება, მათგან ზოგიერთი შესაძლოა ერთობ პერსპექტიულიც კი ჩანდეს. თუმცა, ვარსკვლავების აზრით, აჯობებს ხანგრძლივი და სერიოზული კავშირის დასაწყებად თებერვალ-მარტის პერიოდი გამოიყენოთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?