1. ვერძი
ამ ნიშნის წარმომადგენელია პრინცესა ევგენია. ის 1990 წლის 23 მარტს დაიბადა. ვერძები ძალიან ტემპერამენტიანები არიან. მათ მარსი განაგებთ, სტიქია კი - ცეცხლია. მათი მთავარი თვისებებია: აქტიურობა, დამოუკიდებლობა, სპორტული სული.
2. კურო
1926 წლის 21 აპრილს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი პერსონა - დედოფალი ელიზაბეტ II დაიბადა. ის, როგორც ყველა კურო, მოთმინებითაა აღჭურვილი და ლოიალურია. მომავალი დედოფალი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ცოდნისადმი სწრაფვით. ჯერ კიდევ პატარამ რამდენიმე უცხო ენა იცოდა. ის თავის ასაკშიც თავდაჯერებულად გამოიყურება და გარშემო მყოფებში პატივისცემას აღძრავს. კუროების სტიქიაა - მიწა, მფარველი პლანეტა კი - ვენერა.
3. ტყუპი
1923 წლის 31 მაისს მონაკოს მთავარი რენე III დაიბადა. მართალია, ქალი არაა, მაგრამ ტყუპის დახასიათებისთვის გამოდგება. ხასიათის ძირითადი ნიშნებია: კონტაქტური, ცნობისმოყვარე, ოპტიმისტი. რენე თავისი დროის ნოვატორი იყო და ისეთ პოლიტიკას ატარებდა, რომლითაც მონაკო თანამედროვე სახელმწიფოდ უნდა გადაქცეულიყო. ამავე დროს, წარსულის ტრადიციების დამცველადაც გვევლინებოდა. ტყუპის სტიქია ჰაერია, პლანეტა კი - მერკური.
4. კიბო
ამ ნიშნის წარმომადგენელი პრინცესა დიანა გახლდათ, სიკეთისა და სათნოების განსახიერება. ლედი დი 1961 წლის 1 ივლისს დაიბადა. ხასიათი: მეოცნებე, მგრძნობიარე, კრეატიული. ამ ნიშნის წარმომადგენლები კარგად ერკვევიან ადამიანებში, არ უყვართ კონფლიქტები და ძალიან კეთილები არიან. მათი სტიქია - წყალია, პლანეტა - მთვარე.
5. ლომი
6. ქალწული
ამ ნიშნით სამეფო ოჯახის რამდენიმე წარმომადგენელია დაბადებული. იორდანიის დედოფალი რანია, პრინცი ჰარი და ესპანეთის დედოფალი ლეტისია.
სამივე მათგანს თავშეკავება, პრინციპულობა და გამჭრიახობა ახასიათებთ. ძალიან აკურატულები არიან, ზოგჯერ პედანტებიც კი. ყველაფერი წინასწარ აქვთ გააზრებული: დაწყებული იმით რას იტყვიან და დამთავრებული იმით, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ.
მათი სტიქია - მიწაა, პლანეტა - მერკური.
7. სასწორი
პრინც ენდრიუს ყოფილი მეუღლე სარა ფერგიუსონი 1959 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა. ის მწერალი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, კინოპროდიუსერი და ტელეწამყვანია. ხასიათის ძირითადი ნიშნებია: დიპლომატიურობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მეგობრულობა. შესანიშნავად შეუძლია ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა. სტიქია - ჰაერი, პლანეტა - ვენერა.
8. მორიელი
1948 წლის 14 ნოემბერს გრეის კელი დაიბადა.დამახასიათებელი ნიშნები: მგრძნობიარე, ინტუიციით გამორჩეული, ისწრაფვის კეთილდღეობისკენ.
მონაკოს პრინცესა გრეის კელი არისტოკრატული წარმოშობის არ ყოფილა, მაგრამ პრინცს გაჰყვა ცოლად. ის გამუდმებით საკუთარი თავის სრულყოფას ცდილობდა და ქველმოქმედებით იყო დაკავებული.
9. მშვილდოსანი
მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა სოფია 1984 წლის 6 დეკემბერს დაიბადა. კონკიას შვედური ვერსია: სოფია ფოტომოდელად მუშაობდა მამაკაცების ჟურნალისთვის, იყო იოგას ინსტრუქტორი, მოხალისე და ოფიციანტიც კი. ამჟამად სოფია ქველმოქმედებას ეწევა. ხასიათის გამოკვეთილი ნიშნები: დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, შეგნებულობა. სტიქია - ცეცხლი, პლანეტა - იუპიტერი.
10. თხის რქა
11. მერწყული
მერწყულებს შორის ბევრი სამეფო ოჯახის წარმომადგენელია: მონაკოსა და ჰანოვერის პრინცესა კაროლინა, მონაკოს პრინცესა სტეფანია, მონაკოს პრინცესა შარლენი. ხასიათი: თავისუფალი, იდეალიზებული, უანგარო. მათ არ ეშინიათ სიძნელეების, სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს და თანდაყოლილი ხელმძღვანელობის ნიჭი აქვთ. სტიქია - ჰაერი, პლანეტა - ურანი.
12. თევზები
წყარო - ინტერმედია