ავტორი:

"იწყება ასტრონომიული ახალი წელი, გამოიყენეთ ეს დრო, მომავალი კვირა ისევ რთულია" - ასტროლოგი

"იწყება ასტრონომიული ახალი წელი, გამოიყენეთ ეს დრო, მომავალი კვირა ისევ რთულია" - ასტროლოგი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს:

"კვირის პროგნოზი დავიწყოთ ამ კვირის უკურსო მთვარის პერიოდებით:

16 მარტს - 13:30-დან 20:25-მდე,

20-ში - 13:00-დან 16:35-მდე

14-ში - 14:00-დან 15:10-წუთამდე

ეს დროის ის მონაკვეთებია, როცა მნიშვნელოვან ახალ საქმეებს არ ვიწყებთ და მხოლოდ რუტინულს მივყვებით.

ამ კვირაში 3 ინგრესია გვაქვს, რაც ნიშნავს პლანეტის მიერ ზოდიაქოს ნიშნის შეცვლას.

ორშაბათს, 16 მარტს, 11:44-ზე მერკური გადადის თევზის ზოდიაქოში. ეს ნიშანი მერკურის ხელს არ უწყობს თავის გამოვლინებაში, ჩვენს მიერ გამოთქმული აზრები თანამოსაუბრისათვის ცოტა არ იყოს ბუნდოვანი, გაურკვეველი ხდება. შედეგად რთულდება კომუნიკაცია. მათ, ვისაც პირად რუკაში მერკური დაზიანებული ჰყავს, არაა გამორიცხული ისეთ ადამიანებთან მოუწიოთ ურთიერთობა, რომლებიც შეეცებიან რაღაცაში მოატყუონ. სიფრთხილე გმართებთ ვაჭრობისას. აქაც მაღალია ზომა-წონაში მოტყუების ალბათობა. სამაგიეროდ ერთი-ორად იზრდება შემოქმედებითი აზროვნება, ჩვენი ფიქრები უფრო მაღალ მატერიებს ეხება და სულიერი/ გულითადი საუბრების რიცხვიც მატულობს. ეს დღე არახელსაყრელია მერკურიანული საქმეების დასაწყებად, სამგზავროდ, დოკუმენტებზე სამუშაოდ, სწავლის დასაწყებად, ვინაიდან ნიშნის შეცვლის შემდეგ პლანეტას გარკვეული პერიოდი ადაპტაციისათვის ესაჭიროება ხოლმე. მერკური თევზების ნიშანში 11 აპრილამდე დარჩება.

მეორე ინგრესია 20 მარტს დაახლოებით დილის 7:50-ზე გვექნება. მზე იცვლის ზოდიაქოს ნიშანს და ვერძის 0 გრადუსიდან ახალ ერთწლიან ციკლს იწყებს. ეს დღე - გაზაფხულის მზებუდობა ასტრონომიულ ახალ წლად მიიჩნევა და ამ დღესასწაულს არაერთი ერი აღნიშნავდა და დღემდეც აღნიშნავს საზეიმო განწყობით. ამ დღიდან რეალურად იწყება გაზაფხული, იღვიძებს ბუნება და ჩვენც ახალ მიზნებს და ახალ გეგმებს ვისახავთ, მე გისურვებთ, რომ მომდევნო წლის გაზაფხულის ბუნიობამდე ყველას სისრულეში მოგვეყვანოს ჩვენი კეთილი ზრახვები. წაიკითხეთ სრულად

"თქვენი ყველაზე ცხადი მოგონებებიც კი მცდარია" - 25 საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტი, რომელიც არ გსმენიათ

სტრესის მოხსნის 13 არაორდინარული საშუალება ფსიქოლოგებისგან

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც კორონავირუსით დაინფიცირების ნაკლები შანსი აქვთ - ნახეთ, ხართ თუ არა სიაში