რომ თუ ამქვეყნად საუკეთესო არა კარგი დედა მაინც არის საკუთარი შვილებისთვის. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ დედობის ინსტინქტი და ბავშვებთან საერთო ენის გამონახვის უნარი ქალში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაა გამოკვეთილი ან პირიქით შესუსტებული. ამერიკელი ასტროლოგი თრეისი როჯერსი, რომელმაც პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე არაერთი საინტერესო კვლევა ჩაატარა ქალების დედობრივი ინსტინქტებსა და ზოდიაქოს ნიშანს შორის კავშირის დასადგენად მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული კლასიფიკაცია ამ მხრივ. დღეს ზუსტად ამ საინტერესო რეიტინგს გთავასობთ.
დედობისკენ საშუალოდ მიდრეკილი აღმოჩნდნენ - სასწორის, ქალწულის, ვერძის, კუროს, მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები. თრეისი როჯერსი მიიჩნევს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებს შესანიშნავი დედობის გაწევა შეუძლიათ პატარასთვის, თუმცა იმ შემთხვევაში იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, როცა სიტუაცია აიძულებთ ამას. მათი მოწოდება არ არის დედობა, თუმცა კარგი დედის სტატუსს ეს ქალები მშვენივრად ართმევენ თავს.
ნაკლებად არიან მიდრეკილი დედობისკენ ან საერთოდაც მიჰყვებიან ე.წ. "ჩაილდფრის" პრინციპს ქალები, რომელთა ზოდიაქოს ნიშანიც ლომის, მშვილდოსნის, ტყუპის, მერწყულის, თხის რქის ნიშანს შეესაბამება. ზოდიაქოს ამ ნიშნებს შორის დაბადებული ქალები ძალზე ხშირად გაცნობიერებულადაც კი ამბობენ უარს დედობაზე კარიერული პერსპექტივების ან ეგოიზმის გამო. ხოლო თუკი გარემოება მაინც აიძულებთ გახდნენ დედა, მათი დამოკიდებულება ბავშვებთან მეგობრული და თანატოლური დამოკიდებულებით შემოიფარგლება და ნაკლებად არის ტიპური "დედაშვილური".
დაბოლოს, იდეალური დედის სტატუსს აკმაყოფილებენ ყველა ასპექტში კირჩხიბისა და თევზების ნიშნით დაბადებული ქალები. მათ შორის კი კირჩხიბი ქალი ჩემპიონია. იგი არის ჭეშმარიტი დედა ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ხოლო თევზი დედა ყველაზე მოსიყვარულე და თავგანწირულია დანარჩენ დედებს შორის. ზოდიაქოს ამ ნიშნებს შორის დაბადებულ ქალებს აქვთ ძალა შვილების ინტერესებს საკუთარი ინტერესები ანაცვალონ და მაქსიმუმი გაიღონ პატარა ადამიანების საკეთილდღეოდ.