იქნებით თუ არა მრავალშვილიანი მამა ან დედა - მშობლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იქნებით თუ არა მრავალშვილიანი მამა ან დედა - მშობლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არაერთი სტატია მივუძღვენით ჩვენი მკითხველების გასახარად. თუმცა, ინტერესი მაინც დიდია ამ თემის გარშემო და ძირითადად იმას გვეკითხებიან, რამდენი შვილი ეყოლებათ. მინდა გითხრათ, რომ შვილების ზუსტ რაოდენობას მარტოოდენ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვერც ერთი კარგი ასტროლოგი ვერ განგისაზღვრავთ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ამის მოსმენა. იმიტო რომ, საამისოდ სპეციალური გათვლებია საჭირო პირადი რუკის მონაცემების მიხედვით.

თუმცა პასუხს იმაზე, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშანი მიდრეკილი მრავალშვილიანობისკენ და რომელი არა, გაცილებით მარტივად მიიღებთ ჩვენგან.

ასე მაგალითად - შვილებს მარტივად, საკმაოდ მსუბუქი პასუხისმგებლობის გრძნობით ზრდიან და აჩენენ: ტყუპი, ვერძები, მშვილდოსნები ამიტომ მათ ოჯახში ხშირად დარბის ორი ან მეტი ბავშვი. ისინი საკუთარ შვილებთან მეგობრულ დამოკიდებულებაში არიან და იშვიათად იწუხებენ თავს მათი ზედმეტად მკაცრი აღზრდით.

შვილი, როგორც ცხოვრების აზრი და სტიმული ხელშეუხებელი ცნებაა კირჩხიბისთვის, თევზებისა და კუროსთვის . ამ ადამიანებს ხშირად გაცნობიერებულად ჰყავთ ხოლმე სამი ან მეტი ბავშვი, თუმცა თითოეული მათგანის გაჩენას და აღზრდას უდიდესი ყურადღებით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ისინი მზრუნველი, მოსიყვარულე და თავდადებული მშობლები არიან მუდამ.

ბავშვების მიმართ არათანმიმდევრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან - ლომი, სასწორი და ქალწული მშობლები

. მათ უმეტესობას შვილები უყვარს თუმცა პირველ ადგილზე სხვადასხვა სახის ჰობი და მეგობრული კავშირები აქვთ დაყენებული. ისინი ხშირად შემოიფარგლებიან შვილების მცირე რაოდენობით. თუმცა იმ მშობლების რიცხვს განეკუთვნებიან, ვინც ბავშვებს უპირობოდ უყვართ.

დაბოლოს, ბავშვების სიმცირეს ან საერთოდ მათზე უარის თქმის პრეცენდენტებს ვხვდებით თხის რქის, მორიელისა და მერწყულის შემთხვევაში. მათ უმეტესობას ხშირად ერთი შვილი ჰყავს. დამოკიდებულების მხრივ კი ან ნაკლებად იჩენს ბავშვის მიმართ მჭიდრო ინტერესს ან ავტორიტეტის შექმნას ცდილობს შვილის თვალში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?