ინსტრუქცია „ცხელი აპრილის“, ცივი გონებით შესახვედრად

ინსტრუქცია „ცხელი აპრილის“, ცივი გონებით  შესახვედრად

რამდენიმე რთულ პლანეტარულ კომბინაციასთან ერთად, რომელიც ამ თვეში დაფიქსირდება ცაზე, სწორედ აპრილში გველის ორი დაბნელება – 15 აპრილს მზის სრული, ხოლო 29 აპრილს – ნაწილობრივი.

ვისაც ჩვენი სტატიები აქვს წაკითხული დაბნელებების შესახებ კიდევ ერთხელ ვთავაზობ გადაავლონ თვალი ინფორმაციას, თუ რა ფენომენია ზოგადად "დაბნელება" და რა მნიშვნელოვან ცვლილებებს უწყობს ხელს იგი.

(იხ. სტატიები – http://www.astrologi.ge/astro-ambebi/2008-panikis-gareshe-tsin-kidev-erthi-dabneleba-gvelis.html, http://www.astrologi.ge/astro-ambebi/1250-kidev-erthkhel-kidev-erthi-dabnelebis-shesakheb.html, აქვე ინსტრუქცია მათთვის, ვისი დაბადების თარიღებიც დაბნელებას ემთხვევა – http://www.astrologi.ge/astro-ambebi/planetebi/1138-thuki-thqven-mzis-an-mthvaris-dabnelebisas-daibadeth.html)

თუმცა, მოახლოვებულ დაბნელებებზე, ჩვენ კიდევ და გაცილებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ამჯერად კი მინდა არანაკლებ მნიშვნელოვან რამოდენიმე ასპექტზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც აპრილის თვეს მოჰყვება "ბონუსად".

აპრილის პირველ ნახევარში აქტიურია მზე-მარსის ოპოზიცია, რომელიც გაგვიჩენს ცდუნებას ჩვენი შეხედულებების დასაფიქსირებლად ან საკუთარი პერსონის მნიშვნელოვნების დასამტკიცებლად აგრესიული ქმედებები გამოვიყენოთ. თუმცა, პრობლემა სწორედ ის გახლავთ, რომ ამგვარი მიდგომით საქმე არათუ წინ წავა შესაძლოა, სამომავლოდ სერიოზულ გართულებამდე, საქმიანი კონტრაქტების დარღვევაზე ან კონფლიქტამდეც კი მივიდეთ.

ამიტომ სანამ ხმის ტემბრს აუწევდეთ, კარგად გაანალიზეთ სიტუაცია. იქნებ აჯობებს, ის ადამიანები, ვისთანაც მაღალ ტონალობაზე საუბარს გეგმავთ, თქვენივე მოკავშირებად გადააქციოთ? ამის საშუალება კი მერწმუნეთ ნამდვილად გექნებათ. მთავარია, თქვენს მოწინააღმდეგეებსა და კონკურენტებში, უარყოფით თვისებებზე მეტად დადებითი მხარეები დაინახოთ. თამამად შესთავაზეთ მეგობრობა და თანამშრომლობა იმ ხალხს, ვინც აქამდე თქვენ მიმართ არცთუ დიდი სიმპათიით იყო გამსჭვალული, ამ ინიციატივას რეტროგრადული მარსი სასწორის ზოდიაქოში დიახაც რომ მიესალმება. ნუ მოიქცევით ხისტად, უტაქტოდ და არაკოლეგიალურად როგორც ვერძი. იმიტომ რომ, ასეთი ტიპის ქმედებით სამომავლოდ არაერთ პრობლემას მოგიტანთ. იხელმძღვანელეთ პრინციპით "მე და სოციუმი", "მე და ჩემი პარტნიორი", ნუ გააკეთებთ სწორებას მარტოოდენ საკუთარ ინტერესებზე. თუკი სასწორის საუკეთესო თვისებას, დიპლომატიის უნარს სწორად გამოიყენებთ ამ პერიოდში სამომავლოდ არაერთ გართულებას და დანაკარგებს აირიდებთ თავიდან!

აპრილის მეორე ნახევარი, პლანეტარული კონფიგურაციების სიმძაფრისა და ინტენსივობის გათვალისწინებით განსაკუთრებით აქტიური და ემოციური იქნება. სიტუაცია აპოგეას დაახლოებით 20-26 აპრილის შუალედში მიაღწევს . ამ პერიოდში შესაძლოა მოხდეს ფუნდამენტალური ცვლილებები არამარტო რიგითი ადამიანების ცხოვრებაში, არამედ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკის კუთხით. თუმცა, ნებისმიერი მოვლენა, რომელსაც ამ პერიოდში დაედება საფუძველი, სამომავლოდ ძველი სისტემის ნგრევის და ახლის შენების პერსპექტივას გვპირდება. აქედან გამომდინარე, ვიყოთ ოპტიმისტები და გვჯეროდეს, რომ ნებისმიერი სახის ტრანსფორმაცია, ჩვენივე გაჯანსაღების თემას ემსახურება.

პოზიტიურ, მშვიდ და ნაყოფიერ თვეს გისურვებთ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?