ინტრიგანი ზოდიაქოს ნიშნები

ინტრიგანი ზოდიაქოს ნიშნები

თუმცა ზოგიერთს ნამდვილად გააჩნია ხასიათში ისეთი ნეგატიური თვისება როგორიცაა: ჭორიკანობისკენ მიდრეკილება, ინტრიგების ხლართვის სურვილი და გარშემო მყოფების მუდმივად განკითხვის ჩვევა. დღეს გვინდა ზოდიაქოს სამი ყველაზე ინტრიგანი ნიშანი გაგაცნოთ...

ტყუპი - ზოდიაქოს ყველაზე კომუნიკაბელური და მოლაპარაკე ნიშანია. ტყუპს უყვარს ჭორების როგორც მოსმენა, ისე გავრცელება. მისთვის მარტივია ნებისმიერი ინფორმაციის შეთხზვა. ამასთანავე, ხშირად არც კი ფიქრობს სიღრმისეულად რა შეიძლება მოჰყვეს მის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. როგორც წესი, იგი უბოროტოა და მის მიერ გავრცელებული ჭორები იშვიათად ემსახურება რაიმე ტიპის ნეგატიურ ქვეტექსტს. უბრალოდ ამ ადამიანს არ ეხერხება ენაზე კბილის დაჭერა.

კირჩხიბი - ტყუპისგან განსხვავებით ყოველთვის წინასწარგანზრახულად და გააზრებულად მოქმედებს. ყველაფრის მიზეზი კი მისი ბუტია ხასიათია. კირჩხიბი სათუთი ფსიქიკის, ემოციური ადამიანია. ამიტომ თუკი მისი განაწყენება თუნდაც უნებურად შეძელით, იცოდეთ, რომ სამაგიეროს აუცილებლად გადაგიხდიან. კირჩხიბს წყენის დამახსოვრება ხანგრძლივი ვადით შეუძლია. ამასთან ერთად, იმის მოთმინებაც გააჩნია, რომ უცადოს სამაგიეროს გადასახდელად შესაფერის მომენტს.

თევზები - ერთი შეხედვით უმწეო, სუსტი, თითქოსდა დაუცველი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. პრინციპში თევზების უმეტესობა ასეთი არის კიდეც. ამასთან ერთად, მათში რეალურად არის ჰუმანურობის დიდი დოზაც. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ზვიგენიც თევზისებრთა ოჯახისაა. ამიტომ თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებშიც ვხვდებით საკმაოდ შურიან, ინტრიგან ადამიანებს. მათთვის მარტივია მსხვერპლის როლის თამაში და ამა თუ იმ ადამიანის სახელის ლაფში ამოსვრა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?