ივლისის თვის სასიყვარულო პროგნოზი

ივლისის თვის სასიყვარულო პროგნოზი

უმჯობესია, უმთავრესი აქცენტი პირად ცხოვრებაში უკვე არსებული ურთიერთობების გამყარება-შენარჩუნებას მოახმაროთ. ივლისის თვე განსაკუთრებით "ცხელი" ამ მხრივ ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის – ლომის, ვერძისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის იქნება. ამ მხრივ განსაკუთრებით მინდა გამოვყო ლომები , რომელთაც ზოგადად ცხოვრებაში ამ ეტაპზე არცთუ მარტივი პერიოდი უდგათ. გამორიცხული არ არის დიდი დილემის წინაშეც იყოს ბევრი მათგანი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხებიდან გამომდინარე. ძვირფასო ლომებო, მინდა გაგახაროთ – ივლისის შუა რიცხვებიდან თქვენთვისაც დაუბერავს ზურგის ქარი და აქამდე დაძაბული სიტუაცია რაღაც დოზით მაინც განიმუხტება.

მნიშვნელოვანი იქნება ივლისის თვე კუროებისთვისაც . მათ ცხოვრებაში დიდი ალბათობით ე.წ. "წარსულის ადამიანი" გამოჩნდება და მოინდომებს ადრინდელი რომანტიკული კავშირების განახლებას. ამასთან ერთად, იგი ნაკლებად დაიდანაშაულებს თავს რამეში და ისე მოიქცევა თითქოს არც არასოდეს დაშორებულხართ. ქალწულებისთვის სასურველია თავი შეიკაონ ახალი რომანის წამოწყებისგან, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც ამ თვეში გაიცნობთ რეალურად დიდი მანიპულატორი შეიძლება აღმოჩნდეს ყოველგვარი გულწრფელი გრძნობების გარეშე. მნიშვნელოვანია ეს თვე მშვილდოსნებისთვისაც, მათ ცხოვრებაში მოულოდნელი ვნების ქარიშხალი გაღვივდება, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ თავადაც შეუწყობენ ისინი ხელს ამ ყველაფერს. ხოლო თევზებს ასტროლოგები ურჩევენ, ივლისი პირადი ურთიერთობების გაანალიზებას დაუთმონ. იმიტომ რომ, თუკი თქვენ რაღაცით უკმაყოფილო ხართ და პარტნიორის მიმართ პრეტენზიები გაგაჩნიათ, დიდი ალბათობით თავად ითხოვთ ზედმეტს. მოგეხსენებათ, ყველაფერი დამსახურებისამებრ გვეძლევა ამ ქვეყანაზე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?