და ხასიათით განსხვავებულები არიან. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მათი დაყოფა საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს თითოეულ მათგანზე, თუმცა არსებობს სულ სხვა კლასიფიკაცია, რომელიც დაბადების თვის მიხედვითაა შედგენილი და ძალზე საინტერესო დეტალებს აღმოგაჩენინებთ საკუთარ თავში... მაშ ასე, მივყვეთ სტატიებს თანმიმდევრობით
ივლისი
ქვა - ალმასი
ძაღლი - ოქროსფერი რეტრივერი
ყვავილი - წყლის შროშანი
სურნელი - მზისგან დამცავი კრემი
ამ პერიოდში დაბადებულები მხიარულების მოყვარული, სტუმართმოყვარე ხალხია. არიან საოცრად ცნობისმოყვარეები და ინტერესიანები. სამსახურში საამაყო და აქტიური მუშაკები არიან იმიტომ რომ საქმეში სრული 100% იხარჯებიან ხოლმე. სალმიანები, ღიმლიანები და კომუნიკაბელურები ადამიანებს კომფორტისა და სიმსუბუქის შეგრძნებას ჩუქნით. ადვილად იძენთ მეგობრებს, თუმცა ბოლომდე მხოლოდ რამდენიმე ძალიან ახლო ადამიანს ენდობით. გიყვართ ახალ-ახალი სიმაღლეების დაპყრობა და არასოდეს იხედებით უკან წარსულისკენ. ჭკვიანი და შემოქმედებითი ადამიანი ხართ.
მოკლე ხანში გლობალური ცვლილებები მოხდება თქვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ახალი მეგობრის შეძენა, მსხვილი შენაძენი თუ ბავშვის დაბადება. თუმცა შესაძლოა ბოლომდე არ იყოთ მზად ამ ცვლილებისთვის. ნუ ინერვიულებთ, იცოდეთ ყველაფერი, რაც ხდება უკეთესობას მოიტანს თქვენს ცხოვრებაში. ნუ შეგაშინებთ ცვლილებები, იმიტომ რომ ამ დროს მომავალში სიამოვნებით გაიხსენებთ და იტყვით, რომ ეს საუკეთესო პერიოდი იყო თქვენს ცხოვრებაში.