ყველაზე პასიური და ნაკლებპროდუქტიულია დანარჩენ თერთმეტს შორის. ეს იმიტომ, რომ სამყარო ზუსტად ამ პერიოდში ითხოვს ჩვენგან სასიცოცხლო რესურსის და ენერგობალანსის შევსებას. ამისთვის კი საუკეთესო მეთოდი მზის სხივები და მათთან უშუალო შეხება, იქნება ეს რუჯი თუ უბრალოდ მზიანი დილის ჭიქა ყავის თანხლებით შეგებება ყველაფერი დაგვმუხტავს სასიკეთოდ.
როგორც ცნობილი რუსი ექსტრასენსი და ეზოთერიკოსი ალექსანდრ ლიტვინი ამბობს, მიმდინარე წლის ივლისის თვე, განსაკუთრებული ინფანტილიზმით აავსებს კაცობრიობის დიდ ნაწილს. რასაც სათავე უკვე ივნისის ბოლოდან ორი დიდი და პოზიტიური პლანეტის ვენერა-იუპიტერის იშვიათი შეერთება დაუდებს საფუძველს ლომის ზოდიაქოში, რომელიც თავის მხრივ მეხუთე ასტროლოგიურ სახლს განაგებს - ეს კი ბავშვებს, სიყვარულს, ფლირტს და გართობას შეესაბამება.
ამიტომ ივლისის პირველ ნახევარში ადამიანები, რომელთა ზოდიაქოს ნიშანიც ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, სასწორის, ტყუპის, კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნებს შეესაბამება, აქტიურად იგრძნობენ თავის თავზე ამ ასპექტის პოზიტიურ გავლენას. ბევრი მათგანის ცხოვრებაში კი ზუსტად ივლისის თვეში დაიწყება ულამაზესი და თავბრუდამხვევი სასიყვარულო რომანი, რომელმაც შესაძლოა დაუვიწყარი კვალი დატოვოს ამ ხალხის ცხოვრებაში.
რაც შეეხებათ ქალწულებს, თხის რქებს და თევზებს მათთვის ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ გადამეტებულმა მერკანტილურობამ პირიქით, ურთიერთობაც კი გააფუჭოს საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. ივლისის თვე და ლომის ზოდიაქოს ენერგეტიკა მათგან მეტ ბავშვურობას, მეტ ინფანტილიზმს, სასწაულების რწმენას და მოდუნების უნარს ითხოვს... ბევრ მათგანს ზუსტად ამ პერიოდში ექნება შანსი, ძველი მეგობრების გარემოცვაში მოხვდეს, უკვე დიდი ხნის წინ გაწყვეტილი კავშირები აღადგინოს და თავს ბავშვობაში დაბრუნების შანსი მისცეს. ასე რომ, ძვირფასო ქალწულებო, თხის რქებო და თევზებო, მიეცით თავს უფლება ცოტა ხნით მაინც იცხოვროთ ზღაპარში, ეს არის და ეს!
ხოლო, რაც შეეხებათ მორიელებს, კუროებს და მერწყულებს მათ ასტროლოგები ურჩევენ მეტი წინდახედულება გამოიჩინონ ახალი ნაცნობობის წამოწყებისას, იმიტომ რომ პლანეტარული კომბინაცია თუმც კი შეუწყობს ხელს თავბრუდამხვევი რომანის დაწყებას, მაგრამ დიდი ალბათობით ეს ურთიერთობა ძლიერ ვნებასა და იდეალიზმზე უფრო იქნება დაფუძნებული, ვიდრე ნამდვილ და ჭეშმარიტ სიყვარულზე. შესაბამისად, სამომავლოდ, რომ მაქსიმალურად აიცილოთ თავიდან გართულებები, სასურველია, გონების კარნახს დაემორჩილოთ უფრო, ვიდრე გულისას.