ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, ანჟელა პერლის მიხედვით

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, ანჟელა პერლის მიხედვით

ვერძი

ივნისი სწორედ ის თვეა, როცა გულმოდგინედ უნდა დაალაგოთ გეგმები. იდეა, ჩაატაროთ პატარა რემონტი, შესაძლოა ვერძებს სასიკეთოდ წაადგეს. კარგი იქნება თუ უძრავი ქონებით ან სახლის მოწყობით დაკავდებით.

ივნისში ვერძებს სასიამოვნო შეხვედრა ან საუბარი ელით, რომელიც მათ სამომავლო პირად ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას.

Astrologia

კურო

ივნისის პირველ დეკადაში კუროებს შეუძლიათ თავისუფლად მოიქცნენ, მაგრამ საკუთარი თავის კონტროლს ნუ დაკარგავთ. გარემოებები გამუდმებით შეიცვლება, თუმცა, თუ გონივრულად მოიქცევით, ტალღის ქიმზე შეძლებთ დარჩენას.

თვის შუა რიცხვებისთვის ელოდეთ ძვირად ღირებულ საჩუქარს ან კარგ ფინანსურ ჯილდოს. ამ პერიოდში კარგია ურთიერთობები და ახალი ნაცნობების გაჩენა.

Astrologia

ტყუპი

თვის დასაწყისიდან ტყუპების ცხოვრებაში რაღაც სიახლე გამოჩნდება. ეს შეიძლება იყოს: ახალი სამსახური, ახალი პროექტი ან ახალი სიყვარული... ივნისი კარგი თვეა იმისთვის, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ. მოიშორეთ წარსულის ილუზიები გადახედეთ ზოგიერთ საკითხს და ადამიანებთან ურთიერთობებს, მოიშორეთ ის, რაც წინსვლაში ხელს გიშლით.

ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, თუ ოდნავი ეჭვიც კი გეპარებთ რამეში, უმჯობესია თავი შეიკავოთ შეთავაზებებისა და საქმიანი წინადადებებისგან.

Astrologia

კიბო

კარგი პერიოდია იმისთვის, რომ წარსულს თვალი გადაავლოთ და შესაბამისი დასკვნები და შეჯამება გააკეთოთ. არ დაივიწყოთ, თუ რისთვის მიდიხართ წინ. თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, ფულის შოვნის ალტერნატიული და პარალელური გზებიც მოძებნეთ. ისინი არსებობენ, საჭიროა მხოლოდ იმპულსი, ბიძგი.

კარგი დროა სპა-სალონებში ვიზიტისთვის, კოსმეტოლოგთან ჩასაწერად, ბუნებაში გასასვლელად ან თუნდაც საზღვარგარეთ სამოგზაუროდ.

Astrologia

ლომი

ივნისი - შესანიშნავი თვეა რაიმეს წამოსაწყება. იქნება ეს მეორე ნახევრის თუ ახალი სამსახურის ძებნა. ახალი ნაცნობობა ახალ შანსებს და პერსპექტივებს გპირდებათ, როგორც საქმიანი, ისე რომანტიული კუთხით.

წინ გელით შთამბეჭდავი მოგზაურობაც, თუმცა, სანამ მოგზაურობაში წახვალთ, სამსახურში ყველა საქმე მოამთავრეთ, რათა გაუთვალისწინებელ სიტუაციებს თავი აარიდოთ.

Astrologia

ქალწული

ივნისში ქალწულები ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ. ძალები საკმარისად გექნებათ იმისთვის, რომ საკუთარი გეგმები განახორციელოთ. სამუშაო ბევრი გექნებათ, მაგრამ ყველაფერს ხალისით გააკეთებთ. თვის შუა რიცხვებისთვის შესაძლოა სასიხარულო ცნობა მიიღოთ, პერსპექტიული წინადადებით მოგმართონ, ახლობლები კი თქვენს ინიციატივებს მხარს დაუჭერენ.

კარიერას და ფინანსებს რაც შეეხება, შესაძლოა ზოგიერთი პრიორიტეტული პროექტი შეჩერდეს. თვის ბოლოს კი ნანატრი დასვენება გელით.

Astrologia

სასწორი

ეს თვე სასწორებს მოულოდნელ შეხვედრას ჰპირდება ყოფილ შეყვარებულთან. თუ ურთიერთობის აღდგენას მოისურვებთ, ჯერ კარგად დაფიქრდით. გული ერთს გეტყვით, მაგრამ მაინც გონებას უნდა მოუსმინოთ. წინააღმდეგ შემთხვევში კიდევ ერთი იმედგაცრუება გელით უპერსპექტივო კავშირისგან.

კარიერას რაც შეეხება, ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გარიგების და ხელშეკრულებების დადებას. უმჯობესია ყველა სახის ინფორმაცია შეაგროვოთ და კარგად გააანალიზოთ, შეცდომების დრო არაა! თუ კომპანიაში მუშაობთ, იყავით მომთხოვნი და ნუ შეურიგდებით თავნებობას. ენერგია საკმარისად გექნებათ, რომ დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოთ.

Astrologia

მორიელი

ივნისი მორიელისთვის ფინანსური თვეა. 10 ივნისს ვენერა მორიელის მე-8 სახლში შევა, რომელიც ფულის სახლია. შესანიშნავი პერიოდია ფინანსური გარიგებების დასადებად და ადრე ჩაფიქრებული პროექტების განხორციელებისთვის.

ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმანებს და სხვების აზრს. კონცენტრირდით მხოლოდ თქვენს მიზნებზე. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.

Astrologia

მშვილდოსანი

თვის პირველი ნახევარი კარგი პერიოდია იმისთვის, რომ პირადი ცხოვრება დაალაგოთ და მისი დინება ჰარმონიულად წარმართოთ. სამსახურში ყურადღება მოიკრიბეთ კონკრეტულ მიზანზე და ნუ მიაქცევთ ყურადღებას წვრილმანებს.

მოუსმინეთ ბუნების ძახილს. ქალაქგარეთ გასეირნება დაგეხმარებათ ახალი ძალებით დაიმუხტოთ. კარგი დროა იმისთვის, რომ გაერკვეთ რა გინდათ, დასახოთ მიზანი და მისი განხორციელება დაიწყოთ.

Astrologia

თხის რქა

ივნისში ყველას მიმართ ნდობას ნუ გამოიჩენთ, მაშინაც, კი, თუ თვლით, რომ სწორად იქცევით. იმოქმედეთ ამ პრინციპით: "ენდე, მაგრამ შეამოწმე".

პირად ურთიერთობებს რაც შეეხებათ, მთავარია არ იპირფეროთ და არ ეცადოთ, რომ დაძაბული სიტუაცია შეარბილოთ. დრო თქვენს მხარესაა, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ საკუთარ თავში არ შეგეპარებთ ეჭვი. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ.

Astrologia

კითხვა განაგრძეთ intermedia.ge -ზე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?