და ხასიათით განსხვავებულები არიან. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მათი დაყოფა საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს თითოეულ მათგანზე, თუმცა არსებობს სულ სხვა კლასიფიკაცია, რომელიც დაბადების თვის მიხედვითაა შედგენილი და ძალზე საინტერესო დეტალებს აღმოგაჩენინებთ საკუთარ თავში... მაშ ასე, მივყვეთ სტატიებს თანმიმდევრობით
ივნისი
ქვა - ალექსანდრიტი
ძაღლი - მოპსი
ყვავილი - ვარდი
სურნელი - მარწყვის ჩიზქეიქი
ივნისში დაბადებულები უდარდელი, თუმცა კი მომთმენი და უბოროტო ხალხია. ისინი პრინციპულობითაც გამოირჩევიან და ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს. მათ გააჩნიათ ქარიზმა, მომხიბვლელობა და ჭკუა. ამასთან ერთად, არიან უშიშრები და მამაცები, რაც ხშირად ეხმარება ამ ხალხს რთული სიტუაციიდან თავის დაღწევაში. თქვენ ხართ მრავალმხრივი ადამიანი, უამრავი ჰობითა და შესაძლებლობებით. როგორც წესი, ყოველთვის ხართ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის საქმის კურსში და გიყვართ ხელოვნება. კარგად იცავთ ბალანსს ფუფუნებასა და სისადავეს შორის. ხართ ერთგული მეგობარი და მონდომებული მუშაკი.
შესაძლებელია, ცოტა ხნის წინ თქვენს პირად ცხოვრებაში პრობლემები წარმოიშვა. თუმცა ამ პრობლემის გადაჭრის გზებს სულ მალე იპოვნით. არ დაკარგოთ რწმენა და იმედი, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.