ომს მოიგებს თუნდაც დედოფალთან ბრძოლაში. იგი წყლის სტიქიას განეკუთვნება და ასტროლოგები თვლიან, რომ ეს არის სტიქიებს შორის ყველაზე ძლიერი. ცეცხლი სწრაფად აალდება და ქრება, წყალი კი წვეთ-წვეთად ხვრეტს და ანგრევს დიდ კლდესაც კი. სასაცილოა ხომ ჩირაღდნით ებრძოლო დიდ ოკეანეს?..
თქმა არ უნდა, ბევრი რამე დამოკიდებულია ცეცხლის ინტენსივობასა და წყლის ნაკადის სიძლიერეზეც. ანუ იმაზე, თუ რამდენად განვითარებულ ინდივიდებთან გვაქვს საქმე. მორიელი ლომზე წინ დგას კარმული ციკლის კიბეზე. შესაბამისად, ცეცხლოვან ფისოს ასტროლოგები ურჩევენ ამაო ბრძოლას თავი დაანებოს და მიიღოს ეს მამაკაცი ისეთი, როგორიც არის. ეს, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი - თუმცა ძალზე ცოტა ლომი ახერხებს გაუძლოს ცდუნებას და ბრძოლაში არ ჩაებას მორიელის წინააღმდეგ.
ქალი ლომი გულუხვი, კეთილშობილი, კონტაქტური და ამაყია. მაგრამ სულაც არ მოსწონს, როცა ვიღაც დაკვირვებას აწარმოებს მასზე. მორიელს კი მოგეხსენებათ უყვარს ხალხის "რენტგენზე გატარება". თუ მორიელი დროზე ადრე გაუხსნის მას კარტებს და საკუთარ სურვილებს ხელში ჩაიგდოს და მართოს საყვარელი ქალი ღიად დააფიქსირებს, ლომი მომენტარულად ააშენებს დიდ, გადაულახავ კედელს ამ კაცის წინაშე . ეს ქალი ვერ იტანს ფამილარობას ან სითავხედეს ახალგაცნობილი მამრების მხრიდან. მორიელს მოეთხოვება ცოტა მოიცადოს და კატისებური სიფრთხილით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიეპაროს ლომს. დედოფლის წინაშე ზედმეტი სითამამის გამოჩენას შესაძლოა მისი აბსოლუტური ლიკვიდაცია მოჰყვეს სასახლის კარიდან.
მათი პირველი სერიოზული ჩხუბი სავარაუდოდ ფულის გამო მოხდება. ქალ ლომს უყვარს ფუფუნება და ზოდიაქოს სხვა ქალებთან შედარებით, მართლაც ფულის ხარჯვის დიდოსტატია . მართალია, მან ყოველთვის ზუსტად იცის, რაზე დამდენი უნდა დახარჯოს და იაფფასიან, ან უხარისხო ნივთებზე ფინანსებს არასოდეს გადაყრის, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის - ფული ხომ მაინც ქარს მიჰყვება. მორიელსაც ახასიათებს თავის მხრივ, პერიოდულად კარგ განწყობაზე მყოფს ფულთან დაკავშირებით გარკვეული ხელგაშლილობა, თუმცა პრობლემას შექმნის ის, რომ მამაკაცი მორიელი ვერასოდეს აიტანს ქალი ლომის მხრიდან მისი შემოსავლის გაკონტროლების მცდელობას. მორიელს საერთოდაც სძულს, როცა ვინმე მის პირად სივრცეში იქექება, ფული და შემოსავლები კი ისეთი სფეროა, რომელზეც ამ კაცს განსაკუთრებით დიდი ბოქლომი ადევს, ამიტომ ამ ტერიტორიის ოკუპაციის მცდელობას იგი საკმაოდ აგრესიული ფრომებით შეეწინააღმდეგება. თუ ლომი არატიპურთან კატეგორიას განეკუთვნება და მის პირად რუკაზე ბევრი გავლენაა კირჩხიბის ან ქალწულის, მაშინ სიტუაცია შესაძლოა მარტივად დარეგულირდეს და დედოფალი პროტესტის გარეშე მონახავს საკუთარ ადგილს. მაგრამ თუ საქმე გვაქვს ორივე ნიშნის ტიპურ წარმომადგენელთან საერთო ბიუჯეტი მათთვის ყოველთვის იქნება დიდი ომისა და კონფლიქტების წყარო.
ლომი ვერასოდეს გაიგებს მორიელის ხელმომჭირნეობას, ამიტომ უბრალოდ და მარტივად უწოდებს მას ძუნწს. მამაკაცი მორიელი კი ქალი ლომის ხელგაშლილობას პირქუში დუმილითა და უხასიათობით უპასუხებს. ეს კი მომგონი მაინცდამაინც კომფორტული ატმოსფერო არ გახლავთ ჭეშმარიტი სიყვარულის შესანარჩუნებლად.
საუკეთესო ვარიანტი იქნება ამ მხრივ, რომ ორივემ ცალ-ცალკე იქონიოს საკუთარი ფინანსური შემოსავალი. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ლომი ქალები არ განეკუთვნებიან ტიპური დიასახლისების კატეგორიას. ქორწინების შემდეგ შესაძლოა რაღაც პერიოდი მან სიამოვნებით დაუთმოს ოჯახს, მაგრამ მალე მისი ენერგია ამ ფართობს აუცილებლად გასცილდება და დედოფალი ისევ მოინდომებს საზოგადოების წინაშე წარდგომას - ანუ მუშაობას. პროფესიის გარეშე, იგი საკუთარი თავის რწმენას კარგავს, ამიტომ მორიელს კარგად უნდა ესმოდეს ეს.
სექსუალური კუთხით ისინი მეტ-ნაკლებად თავსებადი არიან. მართალია, ლომი ცეცხლის ნიშანია და მორიელის მოთხოვნილებებს ცეცხლოვანი ტემპერამენტის მქონე ქალი დიახაც რომ კარგად დააკმაყოფილებს, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ლომს აუცილებლად მოუნდება სინაზე და მოფერება ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. მორიელი კი მოგეხსნებათ სულაც არ გახლავთ სასწორი ან კირჩხიბი. მას არ მოსწონს, არც ეხერხება ენის მოჩლექა და რევერანსების კეთება. ის შესაძლოა ვერ მიხვდეს საყვარელი ქალის მხრიდან ჭირვეულობის მიზეზებს და საქმეში თავისი პლუტონიანური ცინიზმი ჩართოს მის ჭკუაზე მოსაყვანად და სწორედ აქ შეცდება. ქალი ლომი ვერასოდეს აიტანს თავმოყვარეობაზე უშნოდ შეხებას. ომს კი ამ ორს შორის ყოველთვის მორიელი იგებს, იმიტომ რომ უფრო დიდხანს შეუძლია წყენის გულში დატოვება. მან შესაძლოა "დასაჯოს" საყვარელი ქალი იმით, რომ დიდი ხნის მასთან მანძილზე უარი თქვას ფიზიკურ კონტაქტზე. როგორც წესი, ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ მორიელი შეურაცხყოფილად გრძნობს თავს და აჯობებს ლომმა ოთხოვოს ამ დროს პატიება. მაგრამ ლომის სიამაყეც ხშირად უმაღლეს ნიშნულს რომ უტოლდება?
ჩემს ნაცნობებში არის ერთი ასეთი წყვილი. ქორწინების შემდეგ როგორც ჩანს ლომი ქალის გადამეტებული ამპარტავნებით შეურაცხყოფილმა მორიელმა (ცოლი საკმაოდ მაღალი სოციალური სტატუსისა და ჩამომავლობის ოჯახიდან გახლდათ, ლომებს კი მოგეხსენებათ, როგორ უყვართ ამგვარი რამეებით თავის მოწონება ) რაღაც პერიოდის მანძილზე აბსოლუტური იგნორირება გაუწია ქალს როგორც სექსუალურ პარტნიორს. ალბათ ხვდებით როგორი იქნებოდა ცეცხლოვანი ფისოს რეაქცია და აღშფოთება. თუმცა მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე შეინარჩუნა პოზიციები და იბრძოლა ქმრის დასაბრუნებლად. მორიელს კი მოგეხსენებათ, არცთუ მარტივად ეხერხება პატიება.
ეს არის წყვილი, რომელსაც ერთნაირად დიდი პოტენციალი აქვს საიმისოდ, რომ იქცნენ ან მტრებად ან იდეალურ მეუღლეებად . თუკი ქალი ლომი ისწავლის მორიელში იმ თვისებების დაფასებას, რასაც ჰქვია ემოციური სტაბილურობა, ერთგულების უნარი, ოჯახისთვის თავგანწირვა და თუკი მორიელი თავის მხრივ დააფასებს ლომის კეთილ გულს, დიდსულოვნებასა და კეთილშობილებას, შესაძლებელია ამ წყვილის კავშირმა წლებს გაუძლოს და საბოლლოდ იქცეს ყველაზე მყარ და უნიკალურ ურთიერთობად. როგორც ასტროლოგები ამბობენ, "ეს არა მეფისა და დედოფლის, არამედ იმპერატორისა და იმპერატრიცას კავშირია" .