"ქალური ბედნიერების" ასტროლოგიური საიდუმლო

"ქალური ბედნიერების"   ასტროლოგიური საიდუმლო

ბრწყინვალე კარიერისა და მასების მხრიდან მათი, ლამის ფეტიშად აღიარების მიუხედავად. ნებისმიერი ამგვარი ინდივიდის პრობლმებს კი პირადი ჰოროსკოპი სცემს პასუხს. ასე მაგალითად, მსოფლიოში აღიარებული ულამაზესი მოდელი – ჯია კარანჯი, რომელიც ადრეულ ასაკში დაიღუპა აივ ინფექციით, თავს გამუდმებით მარტოსულად გრძნობდა. მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო გამუდმებით ირეოდა თაყვანისმცემლების დიდი არმია. არანაკლებ უბედური იყო მერილინ მონრო – მეოცე საუკუნის სექსსიმბოლო, რომელმაც სამჯერ შექმნა ოჯახი ბედენიერების ძიებაში და ვერც ერთხელ ვერ შესძლო თავი ბედნიერად ეგრძნო. დაულაგებელი პირადი ცხოვრებით იტანჯებოდნენ ასევე ედიტ პიაფი და მადმუაზელ კოკო შანელი. მიუხედავად იმისა, რომ განგებამ მათ მასების მხრიდან აღიარება და საყოველთაო სიყვარული არგუნა წილად.

ფოტოზე – ჯია კარანჯი

Astrologia

მოდით, ერთად ვიმსჯელოთ, მაინც რა არის მიზეზი იმისა, როცა ხშირ შემთხვევაში, ერთი შეხედვით ლამაზი, წარმატებული ქალი ვერა და ვერ ახერხებს პირადი ცხოვრების აწყობას.

უმთავრეს აქცენტს, ასეთ სიტუაციაში, ასტროლოგები ქალურობისა და სიყვარულის გამოხატვის უნარზე პასუხისმგებელი პლანეტების რთულ ასპექტაციაზე აკეთებენ. ყველაზე დიდ პრობლემას ამ მხრივ, მთვარე-ვენერას და ვენერა-ნეპტუნის კვადრატი ან ოპოზიცია წარმოადგენს.

მარტივად რომ ვთქვათ, თუკი ეს პლანეტები ადამიანის პირად რუკაში ერთმანეთს "ეომებიან", ქალს გამუდმებით შეეპარება ეჭვი საკუთარ ქალურობაში. მას არასოდეს დააკმაყოფილებს საკუთარი გარეგნობა, მომხიბვლელობა და საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას წარმატების მოპოვების შანსსაც უბრძოლველად გაუშვებს ხელიდან მოტივით: "ჩემზე უკეთესების მეტი რაა". ეს კი იმიტომ ხდება, რომ ამ ორი პლანეტის დაძაბული ასპექტაცია, ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და არასრულფასოვნების კომპლექსს იწვევს. მაგრამ, ფარ-ხმალის დაყრას ნუ იჩქარებთ ძვირფასო ქალბატონებო, თუკი აღმოაჩინეთ რომ მსგავსი პლანეტარული დაპირისპირების მფლობელი ხართ პირად რუკაში.

ფოტოზე – ედიტ პიაფი

Astrologia

ნუ დაგავიწყდებათ ასტროლოგიის უმთავრესი პრინციპია ის, რომ ამქვეყნად ყველაფერი კორექციას ექვემდებარება. მათ რიცხვში ჩვენი შინაგანი შიშებისა და კომპლექსების კორექტირებაც შედის. აქედან გამომდინარე, როცა ნათლად ვიცით ის, თუ რაშია ჩვენი პრობლემა, მისი გადაჭრის გზებიც შესაბამისად მოიძებნება. ამ შემთხვევაში კი რაკიღა საუბარია საკუთარი თავის მიმართ დაბალ თვითშეფასებაზე, ასტროლოგების აზრით, საიმისოდ, რომ ამ რთული ასპექტის "დამუშავება" წარმატებით მოახერხოს ქალმა, აუცილებელია მაქსიმალურად აამოს პლანეტა ვენერას.

Astrologia

დავიწყოთ იმით, რომ პირველ რიგში გარდერობი უნდა შევცვალოთ. ატარეთ ფერადი ან პასტელური ტონის სამოსი. უპირატესობა მიანიჭეთ ფაფუკი, ნაზი ფაქტურის მქონე ქსოვილებს. ასე თქვენი ახალი იმიჯი, ჰაეროვანი და ხაზგასმით ქალური გახდება. რაც აუცილებელია იმისთვის რომ ვენერას კრიტერიუმებს მიუახლოვდეთ. ნუ გამოიყენებთ მკვეთრ მაკიაჟს, თვალის შავ ჩრდილებს, ზედმეტად მყვირალა ფერის ლაქს ან ტუჩსაცხს. უარი თქვით ბიჭურ ვარცხნილობაზე და თუ აქამდე თმის ბუნებრივი ფერის მომხრე იყავით ან უარესი, შავ თმას ატარებდით, აუცილებლად დაიწყეთ მისი ტონის გაღიავება – ნებისმიერი ფერი გამოგადგებათ, დაწყებული მუქი თაფლისფერით დამთავრებული მელირებული, ქერა ვარცხნილობით.

თუმცა, ვიზუალური იმიჯის ცვლილების გარდა, ყველაზე მთავარი ვენერას რთული ასპექტის დამუშავებისას არის ის, რომ უნდა შეცვალოთ თქვენი შინაგანი დამოკიდებულება გარშემო მყოფთა მიმართ. გასცეთ ძალიან ბევრი სითბო, თუნდაც უმისამართოდ. მოეფეროთ ყველას – დაწყებული მეზობლის ლეკვით, დამთავრებული მოხუცი ბებიით, რომელიც დიდი ხანია აღარ მოგინახულებიათ. ქალები რომელთაც პირად რუკაში მსგავსი დაძაბული ასპექტები აქვთ, სწორედ რომ სითბოს გამოხატვის უუნარობით იტანჯებიან ყველაზე მეტად. შესაბამისად მათ მიმართ სამყარო ბუმერანგულ პრინციპს აამოქმედებს, "არ გასცემ – არ მიიღებ". ასე რომ დროა, საკუთარ თავში რამე უკეთესობისკენ შევცვალოთ.

ასტროლოგია ეს არ არის კანონი! ჩვენ თავად ვირჩევთ იმას თუ, როგორ ვიცხოვროთ სწორად, მისი დახმარებით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?