მონაწილეობასაც იღებენ ამა თუ იმ გახმაურებული საქმეების გახსნის პროცესში. კულუარული ინფორმაციის თანახმად, პოპულარულ ამერიკელ ასტროლოგს ლინდა გუდმენს ამერიკული დაზვერვა არაერთგზის სთავაზობდა თანამშრომლობას, რაზეც ქალბატონი გუდმენი მკაცრ უარს პასუხობდა მათ. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გუდმენის ქალიშვილი უგზო-უკვლოდ დაიკარდა. გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ზოგიერთი გამოცემის მტკიცებით, ასე იძია შური ასტროლოგზე ამერიკულმა საგამოძიებო უწყებამ...
საინტერესო პარალელი არსებობს დეტექტივების სიყვარულსა და ასტროლოგიით დაინტერესებას შორის. თითქმის ყველა ინდივიდი, რომელიც სიამოვნებით უყურებს ან კითხულობს დეტექტიური ჟანრის ლიტერატურას აუცილებლად ინტერესდება ასტროლოგიის საფუძვლებით, თუკი მას საშუალება მიეცემა ახლოს გაეცნოს ამ სფეროს. გამომდინარე აქედან, მე გადავწყვიტე პერიოდულად საინტერესო სტატიები შემოგთავაზოთ რუბრიკაში "ქეისი", რომელიც მსოფლიოში ცნობილ, იდუმალებით მოცულ და გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებს განიხილავს...
ისტორია მეორე - ანდრეას ლუბიცი, საფრანგეთის ალპებში მომხდარი ავიაკატასტროფის მთავარი "გმირი"
სანამ სრულიად მსოფლიო და მათ შორის ქართული მედიაც ცდილობს გაარკვიოს საფრანგეთის ალპებში მომხდარი მასობრივი ავიაკატასტროფის რეალური მიზეზები, ჩვენ შევეცდებით ამ ტრაგედიის მთავარი გმირის - ანდრეას ლუბიცის პირად ასტროლოგიურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, რომელიც უცხოურ მედიაში მოიპოვება, სიტუაციის ჩვენეული ანალიზი შემოგთავაზოთ.
ანდრეას ლუბიცი, ზოდიაქოს ნიშნით მშვილდოსანი - ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელია იდეალისტური მიდგომა ცხოვრებაში რიგი საკითხების მიმართ და არც ლუბიცი გახლდათ ამ მხრივ გამონაკლისი. მისი პირადი რუკა ერთი თვალის გადავლებითაც ნათლად მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი მიდრეკილი უნდა ყოფილიყო წყენის დამახსოვრებისკენ, შურისმაძიებლობისკენ და ზოგადად, სისასტიკისკენ, რასაც მის რუკაზე ორი უმნიშვნელოვანესი პლანეტის მარსისა და პლუტონის შეერთება მოწმობს მორიელის ნიშანში და მერვე სახლში. თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი კომპონენტია ამ ინდივიდის დასახასიათებლად.
სტელიუმი მორიელის ნიშანში, გვაძლევს ინდივიდს, რომელიც ადვილად არასოდეს ივიწყებს წყენას. არის საკმაოდ წინდახედული, ფრთხილი და გამჭრიახი. გამოირჩევა ინტუიიცით, თუმცა პერიოდულად ახასიათებს აკვიატებული იდეები. გარდა ამისა, რუკის კონკრეტული მაჩვენებლების მიხედვით, სავსებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანი ფსიქოლოგიურ შემოწმებას მშვენივრად გაივლიდა და კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ დაუშვეს კონკრეტულმა სტრუქტურებმა იგი პილოტის პოზიციაზე მარტივად საპასუხო ხდება - მას შეეძლო ყველაფერი აბსოლუტურად გააზრებულად, ცივი გონებითა და სკურპულოზულად დაეგეგმა .
ფსიქიკის დაზიანებაზე მის პირად კოსმოგრამაში ნაკლებად მიუთითებს პლანეტების განლაგება. სამაგიეროდ, არის კონკრეტული მინიშნება იმაზე, რომ ასეთ ადამიანს შეეძლო დანაშაული გარკვეული იდეოლოგიის, რწმენის პრინციპების, რელიგიური მოტივაციის გამო ჩაედინა. ასეთ ადამიანს მტკიცედ სჯერა იმის რაც სწამს. შესაბამისად, მისთვის მისაღები ფასეულობების დასაცავად სავსებით შესაძლებელია სხვებს მარტივად დაუპირისპირდეს . ამასთან ერთად, მორიელის ზოდიაქოს დიდი დოზა ლუბიცის რუკაზე მიანიშნებს იმას, რომ ასეთი პიროვნება საკუთარი ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად აბსოლუტურად შეუვალი და პრინციპული იქნება.
უცხოურ მედიაში გავრცელებულ ეჭვს იმის შესახებ, რომ ლუბიცს დეპრესია სტანჯავდა არშემდგარი ურთიერთობების გამო, დიახაც რომ აქვს არსებობის საფუძველი. რუკის მიხედვით ეს ადამიანი "მარტოხელაა", ის დაიბადა საიმისოდ, რომ ცხოვრების გზაზე პიროვნულად განვითარება მარტომ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა შეძლოს. თუმცა, ინკარნაციის მიხედვით მას მძლავრად აქვს ფსიქიკაში მოთხოვნილება, ჰყავდეს პარტნიორი, ჰქონდეს ოჯახი... ამიტომ ცხოვრების პირველ ეტაპზე ასეთი ინდივიდი აუცილებლად განიცდის სასიყვარულო რომანებში იმედგაცრუებას . ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რათა მან განვითარება მარტომ შეძლოს და თუნდაც წყვილში შეინარჩუნოს პიროვნული ინდივიდუალიზმი.
ლუბიცის შემთხვევაში, სასვებით შესაძლებელია მას ჰქონოდა კიდეც რაიმე ტიპის იმედგაცრუება პირადი ცხოვრების გამო, თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირადი ცხოვრება ზოგადად მასთან არცთუ სახარბიელო პერსპექტივებით გამოირჩევა. იგი შესაძლოა ღალატის მსხვერპლიც გამხდარიყო ან უპასუხო სიყვარულის. თუმცა, რეალუარად მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიზეზი რელიგიურ-იდეოლოგურ მოტივაციაში უნდა ვეძებოთ უფრო და არა პირად ურთიერთობები. ზოგადად, პირადი რუკის ძალიან ბევრი მაჩვენებელი მიუთითებს იმას, რომ ეს პიროვნება დიდი ალბათობით რაიმე ტიპის ჯგუფურ საქმიანობაში იქნებოდა ჩაბმული, ადამიანებთან ერთად, რომელთაც თავის მხრივ ერთი იდეა, რწმენა და ცხოვრებისეული ფასეულობები აერთიანებთ.
ანდრეას ლუბიცის პირად ჰოროსკოპში აშკარა მინიშნებებია იმაზე, რომ ამ ადამიანით აუცილებლად დაინტერესდება მედია. გარდა ამისა, არის ასევე მინიშნება იმაზეც, რომ მას ელის სიკვდილი იდუმალებით მოცულ გარემოებში, ან მისი დაღუპვის ფაქტთან ბევრი ბუნდოვანება იქნება დაკავშირებული.
დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საიმისოდ, რომ მთელი ეს ისტორია საბოლოოდ შევკრათ და ყველა კითხვაზე, ასე თუ ისე მივიღოთ ერთი პასუხი - ლუბიცის რუკაზე, აღმავალი კარმული კვანძი თევზების ზოდიაქოს ბოლო გრადუსებზე გადის - ეს კი ასტროლოგიაში ე.წ. "კოლექტიური კარმის" მაჩვენებელია. რაც თავის მხრივ იშიფრება როგორც პიროვნება VS სოციუმი. ეს არის მაჩვენებელი, როცა ადამიანი ან თავად ხდება დიდი ოდენობით ხალხის დაღუპვის მიზეზი, ან თავად ინდივიდს იმეტებს მასა როგორც "განტევების ვაცს" და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მიმდინარე წელს სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ მომხდარი მზის სრული დაბნელება, თევზების ბოლო გრადუსზე მოხდა.. . დაბნელებები კი პიროვნების ბედისწერაში ფატალურ მოვლენებს ააქტიურებს. გარდა ამისა, ზემოთქმული გრადუსი იშიფრება ასე - გარდაცვალება დიდი სიმაღლიდან ვარდნის გამო (ცნობილი ფაქტია, რომ თვითმფრინავი საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდა).