დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში განსაკუთრებული ადათ-წესები, რწმენის საფუძვლები და ტრადიციები გააჩნდათ. კელტები ერთ-ერთ ყველაზე უშიშარ და მებრძოლ ხალხს წარმოადგენდნენ. მიჩნეულია, რომ მათ უმრავლესობას განსაკუთრებული ეზოთერული ცოდნა, ნიჭი და უნარები გააჩნდა. ჩვენამდე მოაღწია კელტების მიერ შედგენილმა ძალზე საინტერესო ჰოროსკოპმა, რომელიც ე.წ. "ტოტემებს", დაბადების თარიღის მიხედვით ცხოველთა ჩამონათვალს აერთიანებს. ძველ კელტებს მიაჩნდათ, რომ ადამიანს საკუთარ ტოტემთან განსაკუთრებული მსგავსება ახასიათებს. დღეიდან სტატიების ციკლში, წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:
ბატი
30 სექტემბერი/ 27 ოქტომბერი
მმართველი პლანეტა – მთვარე
მისი ქვა – ოპალი
ხასიათის დადებითი მხარეები: ფხიზელი გონება, დაკვირვებულობა, ამტანობა, კარგი ადაპტაციის ნიჭი. რეგენერაციის უნარი.
ბატის ტოტემით გულუხვი და დიდსულოვანი ხალხია იბადება. მზრუნველებსა და მოსიყვარულეებს, კარგი იუმორის გრძნობა და კვიმატი ენა გააჩნიათ. მათ უმრავლესობას შემოქმედებითი პროფესიებისკენ აქვს მიდრეკილება ამიტომ ხშირად ვხვდებით სხვადასხვა პროფილის ხელოვანებს ამ ადამიანებს შორის. ეს ის სფეროა, სადაც ბატები საკმაოდ მაღალ კარიერულ ნიშნულს და ფინანსურ წარმატებას აღწევენ როგორც წესი.