ვრცელი ტერიტორია დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში განსაკუთრებული ადათ-წესები, რწმენის საფუძვლები და ტრადიციები გააჩნდათ. კელტები ერთ-ერთ ყველაზე უშიშარ და მებრძოლ ხალხს წარმოადგენდნენ. მიჩნეულია, რომ მათ უმრავლესობას განსაკუთრებული ეზოთერული ცოდნა, ნიჭი და უნარები გააჩნდა. ჩვენამდე მოაღწია კელტების მიერ შედგენილმა ძალზე საინტერესო ჰოროსკოპმა რომელიც ე.წ. "ტოტემებს", დაბადების თარიღის მიხედვით ცხოველთა ჩამონათვალს აერთიანებს. ძველ კელტებს მიაჩნდათ, რომ ადამიანს საკუთარ ტოტემთან განსაკუთრებული მსგავსება ახასიათებს. დღეიდან სტატიების ციკლში, წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:
წერო 21 იანვარი – 17 თებერვალი
მფარველი პლანეტა: ურანი
მისი ქვაა ოლივინი
ხასიათის დადებითი მხარეები - განვითარებული ინტუიცია, არაორდინალური აზროვნება, კრეატიულობა, მოთმინების უნარი.
წეროს ტოტემის მქონე ადამიანები გამჭრიახი გონებით, წინდახედულებით და მასშტაბურად ხედვის ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. ისინი ამ ყველაფერს პრაქტიკული მიზნებისთვის შესანიშნავად იყენებენ. წეროები ცხოვრებას იპტიმისტური თვალით უყურებენ და ღია არიან ყოველგვარი ნოვაციისათვის. მათ მოსწონთ საკუთარი თავის სრულყოფაზე მუშაობა როგორც სულიერი, ისე ფიზიკური კუთხით.